LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები – ოთხი ოპოზიციური გაერთიანება

ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები – ოთხი ოპოზიციური გაერთიანება

დაპოსტა 2024/12/12-ში
A A
49
ნახვა
გაზიარება

არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალია ახალი და სამართლიანი არჩევნები“.

„ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არცერთ შტოს, რადგან ივანიშვილმა, არჩევნების ნაცვლად, მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ. ივანიშვილმა, პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ, ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს. მისმა ბანდფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

პასუხად ქართველი ხალხი აგრძელებს მტკიცე, უწყვეტ და უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროტესტს მთელ ქვეყანაში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა. მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მოვითხოვთ საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისათვის მებრძოლი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეჟიმის არცერთი მსხვერპლი არ დარჩება სათანადო ზრუნვის, ხოლო არც ერთი მოძალადე – უმკაცრესი სასჯელის გარეშე. ყველა პირი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, პასუხს აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლისა და ძალადობის ობიექტი გახდა თავისუფალი მედია. მადლობას ვუხდით და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არ აქვს არც საერთაშორისო და არც ჩვენი ლეგიტიმაცია, ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი – ახალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ საკუთარი სახელმწიფოს ბედს. ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას, ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს“, – ნათქვამია ოთხი ოპოზიციური გაერთიანების განცხადებაში.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ზოდიაქოს ერთ ნიშანას ზაფხულში კარიერული წინსვლა და მნიშვნელოვანი წარმატება ელოდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

7 აგვისტომდე პლანეტა მარსი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ეს გავლენა კი ყველაზე შესამჩნევი კარიერული თვალსაზრისით იქნება. აღსანიშნავია, რომ პლანეტა მარსი ცოტახნის წინ ქალწულის ნიშანში შევიდა, სადაც 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ქუთაისში დღეს, საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2025” იხსნება
კულტურა

იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრანპრი თერჯოლის სახალხო თეატრმა მოიპოვა სპექტაკლისთის "ომის ღმერთი" https://www.youtube.com/watch?v=RgzBUtmafZ8 საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2025“ დღეს საზეიმოდ დაიხურა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი-,,ომის ღმერთი’’ რეჟისორი...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, ჯულია თოდუა გარდაიცვალა. 52 წლის ქალი უეცრად ცუდად გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა, გზაში გარდაიცვალა. ჯულია თოდუა საბერძნეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჯერჯერობით,...

დაწვრილებითDetails

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა
მთავარი

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი მაღაროელი ავრცელებს. მათივე ცნობით, ტარიელ მიქაცაძე სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს აცხადებს. „დღეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე...

დაწვრილებითDetails

გმირთა მოედანზე ავტომობილი ამობრუნდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
გმირთა მოედანზე ავტომობილი ამობრუნდა
მთავარი

თბილისში, გმირთა მოედნის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. როგორც ცნობილია შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებული. ვიდეოს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

მთიდან ჩამოცვენილი ქვები ორ მანქანას დაეცა (+ვიდეო)

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მთიდან ჩამოცვენილი ქვები ორ მანქანას დაეცა (+ვიდეო)
მთავარი

სანაპიროდან ასასვლელი King David თან, მთიდან ქვები ცვივა - ვიდეოს "ჩემი ქალაქი მკლავს"ავრცელებს. "ორ მანქანას დაეცა უკვე, დროულად მიაქციეთ ყურადღება" - წერიაგავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწვრილებითDetails

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა
მთავარი

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს. ადგილობრივ...

დაწვრილებითDetails

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:...

დაწვრილებითDetails

ანგარიშსწორების მიზნით, ერთ პირზე ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს, მეორე კი დაჭრეს – დაკავებულია 8 პირი

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ანგარიშსწორების მიზნით, ერთ პირზე ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს, მეორე კი დაჭრეს – დაკავებულია 8 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე რვა პირი დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"