მეტროსადგურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბექა მინდორაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
მისი ინფორმაციით, ბრალდებული ექიმის დანიშნულებით მედიკამენტებს იღებდა, თუმცა მათი მიღება შეწყვიტა.
„როგორც მე მაქვს ინფორმაციას მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, პრეპარატებს იღებდა ექიმის დანიშნულებით. თუმცა როგორც ვიცი ბოლო პერიოდში შეწყვიტა მათი მიღება. ზუსტად ახლა ვერ გეტყვით, როდის დატოვა ფსიქიატრიული კლინიკა. შემდეგი ეტაპია ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარება. არაფერს არ საუბრობს იცნობდა თუ ან რა გახდა მოტივი“, – გვითხრა ადვოკატმა.
რომ მკვლელობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მეტროში 10 დეკემბერს მოხდა.
დაღუპული ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია.
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბექა მინდორაშვილს ბრალი წარუდგინა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: პრაიმ ტაიმი