LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

გადატრიალების თუ რევოლუციური იდეებით შეპყრობილ პოლიტიკურ აქტივისტებთან – ანგარიშის გაწევას არ ვაპირებთ – პროცესი უნდა დაბრუნდეს პარლამენტის კედლებში, თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით – საზოგადოება დაიღალა – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/12/09-ში
A A
13
ნახვა
გაზიარება

მთავარი მუხტი, რითაც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ჩატარებულ არჩევნებზე განცდილი მარცხი, როდესაც ამომრჩევლის ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე „ყველაზე შორსაა წასული“.

„დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ჩატარდება ბიუროს სხდომა, დავამტკიცებთ დღის წესრიგს, ამ კვირის ბოლოს დავხურავთ საშემოდგომო სესიას, ხოლო შაბათს, 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა.

განვლილი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქცია, რომლის ეპიცენტრიც იყო აქ, პარლამენტის სასახლის გარშემო და რომელიც სამწუხაროდ ყოველდღიურად იღებდა ძალადობრივ ხასიათს. ბუნებრივია, ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც, რომლებიც აქ დგომით გამოხატავდნენ თავის პროტესტს თუ სოლიდარობას, თუმცა ვნახეთ უკიდურესად აგრესიული ჯგუფებიც, რომლებმაც მთლიან აქციას მისცეს ძალადობრივი ხასიათი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საპოლიციო ძალებს, რომლებმაც, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ძალადობის შესაჩერებლად და მართლწესრიგის აღსადგენად.

ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას. საზოგადოება დაიღალა და ჩვენ ვხედავთ ამას. ჩვენ ვართ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ გვესმის ყველას ხმა.

ხელისუფლებას დღევანდელ დღეს გააჩნია უმთავრესი ვალდებულება, უზრუნველყოს წესრიგი და არ დაუშვას არეულობა და რაიმე უმართავი პროცესი. ამ მიმართულებით კომპრომისი ვერ იქნება. გადატრიალების თუ სხვა რევოლუციური იდეებით შეპყრობილ პოლიტიკურ აქტივისტებთან ანგარიშის გაწევას ბუნებრივია არ ვაპირებთ.

ჩემი მიმართვა ეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სტიქიურად გამოხატავს პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციას არ აქვს ტრიბუნა, არ გვესმის მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთავარი მუხტი, რითაც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ჩატარებულ არჩევნებზე განცდილი მარცხი, როდესაც ამომრჩევლის ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამომრჩევლის სრული უმრავლესობის დარწმუნება გამოეცხადებინა მისთვის ნდობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ეს იმედგაცრუებაა, ის მუხტი, რაც მიმდინარე პროცესს ასაზრდოებს. ჩვენ ეს გვესმის, თუმცა დროა პროცესი დაბრუნდეს იმ კალაპოტში, რასაც გვკარნახობს საჯარო პოლიტიკის ფორმალური შინაარსი. არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ შედეგს და ეს ყველამ უნდა აღიაროს. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული პოზიცია, სჯობს ღიად დააფიქსიროს და შესაბამისი პასუხიც მიიღოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ბათუმი ულამაზეს ლიზი მოისწრაფიშვილს გლოვობს. ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. „ჩემო ფერია! შენ ბავშვობიდან იყავი ნამდვილი პრინცესა და ამას ყოველი ჩვენი საუბრისას გეუბნებოდი. შენ არ დადიოდი დედამიწაზე,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია იმერეთში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულები ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი პირების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მთავარი

ქურდული გარჩევები იმერეთის რეგიონში. 4 პირი დაკავებულია, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.   ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს იმერეთის პოლიციის...

დაწვრილებითDetails

დღეს დიდგორობაა – 905 წელი ისტორიული გამარჯვებიდან

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
დღეს დიდგორობაა – 905 წელი ისტორიული გამარჯვებიდან
მთავარი

დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი - დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი შესრულდა.   1121 წლის 12 აგვისტოს გამართულმა ბრძოლამ, რომელიც მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიითა და...

დაწვრილებითDetails

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელოდებათ. სამსახურში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ კონფლიქტის თავიდან აცილებაში.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სპონტანური შენაძენები გადადეთ. პირად ურთიერთობაში სასიამოვნო საუბარი...

დაწვრილებითDetails

12 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტეს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.  ...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ტელეკომპანია ,,თრიელთი" მიმართვას ავრცელებს ,,მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! საქართველოს მთავრობა თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები! შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო! შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე! შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"