LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2.8% -ით გაიზარდა

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

დაპოსტა 2020/02/05-ში
A A
148
ნახვა
გაზიარება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით 19.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%-ია). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18.9%).

„2020 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 633 ათას საერთაშორისო მოგზაურს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი 19,8 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ახალი მნიშვნელოვანი მონაცემები გვაქვს უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხითაც, რომელმაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18,9%-ით გადააჭარბა. იანვრის თვის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირ უკუკავშირი იმ აქტივობებთან, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაატარა 2019 წელს მარკეტინგული აქტივობების თუ სხვა კუთხით საერთაშორისო არეალზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ერთობლივი ძალებით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის რეკორდული და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი”,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აქტიური სამუშაო გასწია შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად, კერძოდ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიზნობრივ ბაზრებზე უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული აქტივობები განახორციელა. მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებებითა და ონლაინპლათფორმებით საქართველოს შესახებ არაერთი მასშტაბური კამპანია გაიმართა. პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს, შედეგად 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების ზრდის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

2020 წლის იანვარის დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+34.9%), სომხეთიდან (+17.5%), რუსეთიდან (+1.1%) და თურქეთიდან (+16.6%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7% და სხვა. 2020 წლის იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +57.3%, საუდის არაბეთი +49.8%, ყაზახეთი +44.8%, ქუვეითი +44.6% და სხვა.

წინასწარი მონაცემებით 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 217 მილიონ დოლარს (ზრდა +5.4%), რაც 11 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი...

დაწვრილებითDetails

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება – მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება – მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ხელშესახებ სოციალურ შედეგებში უნდა აისახოს - ერთ სულ მოსახლეზე წარმოების ზრდა, რეალური ხელფასების მატება, სიღარიბის შემცირება, უკეთესი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ეკონომიკური მდგრადობა, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული სტაბილურობა და წარმატება არ შეიძლება განხილული იქნას უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს...

დაწვრილებითDetails

საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე, საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული...

დაწვრილებითDetails

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ე.წ. მეორადი ჩარიცხვის წესით ჩარიცხული აბიტურიენტებისთვის

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
აწსუ-ის ლექტორები გაფიცულ სტუდენტებს მხარს უჭერენ
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის წესით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საყურადღებოდ! ადმინისტრაციული რეგისტრაცია (საბუთების მიღება) და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2026 წლის 28-29 სექტემბერს.  მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ...

დაწვრილებითDetails

დღეს ჭყონდიდლობაა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
დღეს ჭყონდიდლობაა
მთავარი

დღეს ჭყონდიდლობაა, დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. დავით აღმაშენებლის აღზრდელის და საქართველოს მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე. მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის...

დაწვრილებითDetails

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელით. საქმეში ინიციატივა შედეგს მოგიტანთ, თუმცა ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. შესაძლოა მოულოდნელი...

დაწვრილებითDetails

25 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებითთ. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში...

დაწვრილებითDetails

დარიალის ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა.   უწყების ცნობით, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"