საქართველოში 921 450 ბიზნეს-სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც 44.4%, ანუ 409 548 ერთეული თბილისშია კონცენტრირებული – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პუბლიკაციაში – ბიზნეს სექტორი საქართველოში 2023 წელი.
რეგიონების მიხედვით რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: (2023 წელი)
- თბილისი – 409 548
- იმერეთი – 115 789
- აჭარა – 90 046
- ქვემო ქართლი – 66 944
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 66 872
- კახეთი – 54 216
- შიდა ქართლი – 39 640
- სამცხე-ჯავახეთი – 30 870
- გურია – 21 087
- მცხეთა-მთიანეთი – 17 885
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8 270
ამასთან, 2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 204.647 მლრდ ლარო შეადგინა, აქედან 200.596 მლრდ ლარი მოდიოდა არასახელმწიფო სუბიექტებზე, 4.050 მლრდ კი სახელმწიფო საწარმოებზე.










