წყალტუბოში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, წყალტუბოში, ახალ აშენებულ კორპუსებში ბინა 140 დევნილ ოჯახს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემა. დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. განაცხადების მიღების პროცესი დღეიდანდაიწყო და 17 თებერვლამდე გაგრძელდება. დევნილი ოჯახები განაცხადებს, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ე.წ. მეორადი ჩარიცხვის წესით ჩარიცხული აბიტურიენტებისთვის
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის წესით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საყურადღებოდ! ადმინისტრაციული რეგისტრაცია (საბუთების მიღება) და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2026 წლის 28-29 სექტემბერს. მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ...









