რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილი 24 წლის ლევან ლოხიშვილია.
ლევან ლოხიშვილი ხერსონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებისას დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართველების ცნობით, ის აფეთქებას ემსხვერპლა. მასთან ერთად ასევე გარდაიცვალა სამი უკრაინელი მებრძოლი.
ლევან ლოხიშვილი ცნობილი “ინფლუენსერის” თამაზ ლოხიშვილის (თამაზას) ძმაა. მომხდარი ტრაგედიის შესახებ მათი მეგობარი მაკა ხიზანიშვილი წერს:
“გუშინ რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა მინდა, მივუსამძიმრო თამაზას და მის ოჯახს ეს დიდი ტრაგედია ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული” – წერს ხიზანიშვილი.
24 წლის ლევან ლოხიშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ბრძოლობს. მას სამშობლოში ორშაბათს ჩამოასვენებენ.