სოციალურ ქსელში ახლობლები ნინო მარდალეიშვილს ემშვიდობებიან:
შენ, ჩემი ბათუმური არდადეგების ტკბილო ნაწილო, ამ დილით უკვე მოგონებად გადაქცეულო, ჩემო ულამაზესო, უტკბესო ბიძაშვილო, ბათუმის თვალო, ჩემო ნინუ… გემშვიდობები იქ შეხვედამდე, სადაც ჩვენი მშობლები, და-ძმად დაბადებული ჩვენი ბებია-ბაბუები ერთად არიან, ერთად ატარებენ სიყვარულში მარადისობას, როგორც ადრე, ამიერში, ჩვენს ბავშვობაში. პატარაობიდანვე ბებიათი და ჩემი მშობლებით ვისწავლე თქვენი სიყვარული, მოწმე ვიყავი იმ უტკბესი, ლაღი, სიყვარულით სავსე ურთიერთობისა, მათ რომ ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ და ხან ბათუმში, შენთან, ხან ქუთაისში, ჩემთან ყოველ ზაფხულს საკუთარი თვალით ვხედავდი და გულით ვგრძნობდი. ბათუმი თქვენით მიყვარს, თქვენით, ჩემო, უკვე მარადისობაში გარდასულო უტკბესო ადამიანებო… ასე ახალგაზრდებო, ლამაზებო, სიყვარულითა და სიცოცხლით სავსეებო! თქვენით მიყვარს, ჩემო უფროსი თაობის უტკბესო ადამიანებო, საკუთარი მაგალითით რომ დაგვანახეთ ერთმანეთი როგორ გვყვარებოდა. ხანდახან მაღლაკში , ფუძე ოჯახში რომ მოვიყრიდით ყველა თავს, მაშინ ვგრძნობდი რა მდიდარი ვიყავი, როგორ მემატებოდა ენერგია, ვხედავდი რა ლამაზები მყავდით და ვამაყობდი თქვენით.
მშვიდობით, ნინუ, ჩემო ულამაზესო, მზის სხივივით მანათობელო და უკვე სიყვარულის მზესთან იესო ქრისტესთან გაფრენილო! მიყვარხარ, ნინუ! ძალიან მიყვარხარ!
შენი იაჩია…
ჩემო სიძლიერე და სიხარულო.
როგორ მეწყინა
…….თანაგიგრძნობთ ოჯახს ამ დიდ
მე ლამაზი ბიძაშვილი მყავდა…
ნინუცა