დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო – უკრაინის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს – უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6-6 ქულა აქვს ალბანეთს და საქართველოს. ხოლო 4 ქულა უკრაინას.
ცნობისთვის, ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, 21:00 სთ-ზე, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების თამაშის პირდაპირი ტრანსლირება მოეწყობა ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში.