ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩებისა და საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობის შესახებ კომენატარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.
„წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, წელი პოზიტიურად დავასრულოთ. ოქტომბრის მატჩები არ იყო ისეთი, როგორიც გვინდოდა. თუმცა ვეცდებით, რომ ვითარება გამოვასწოროთ და ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
რაც მთავარია, მზად ვართ, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი გუნდი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში დაუპირისპირდება.