ჯანმო: ტუბერკულოზი გახდა ყველაზე მომაკვდინებელი ინფექცია, რომელმაც Covid პირველ ადგილას ჩაანაცვლა.
ტუბერკულოზი კვლავ იქცა ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებად დედამიწაზე.
2023 წელს დაახლოებით 400 ათასი ადამიანი გარდაიცვალა კოროვირუსით, ტუბერკულოზმა კი 1,25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს მონაცემები მოწოდებულია ჯანმო-ს მიერ.
2023 წელს ტუბერკულოზი პირველად დაფიქსირდა 8,2 მილიონ ადამიანში – წლიური ზრდა 700 ათასია.
ჯანმო ხაზს უსვამს, რომ დაავადებამ სერიოზულად დააზარალა 30 ქვეყნის მოსახლეობა. ინდოეთი, ინდონეზია და ჩინეთი პირველ რიგში დაზარალდნენ ამ დაავადებით.