ვეტერანი ძიუდოისტი და მძიმე წონაში ფალავანთა ფალავანი , ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის 8-გზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
აშშ-ის ქალაქ ლას ვეგასში მიმდინარე ტურნირზე M5 კატეგორიაში მოასპარეზე ალექსი დავითაშვილმა ფინალურ შეხვედრაში მონღოლი ცენდ-აიუში დაძაბულ ბრძოლაში გაფრთხილებებით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა მერვედ იზეიმა.