აუცილებელია ჩვენი აქტიურობა დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმის, საპროტესტო მოძრაობის გამოყენებით, ამიტომ ბრძოლა და შრომა პარალელურ რეჟიმში არის ის, რითაც აუცილებლად დავიბრუნებთ გამარჯვებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების კონსულტაციის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიების ბრიფინგი გაიმართება, სადაც კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დააანონსებენ.
„როგორც არაერთხელ აღვნიშნე, შრომა და ბრძოლა პარალელურ პროცესში არის ის, რაც მოგვიტანს შედეგს. იცით, რომ დარღვევების კონსოლიდირებული ანგარიში შევიმუშავეთ ოპოზიციურმა პარტიებმა, ამაში ჩაიდო დიდი ძალისხმევა და შრომა. პარალელურ რეჟიმში აუცილებელია ჩვენი აქტიურობა დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმის, საპროტესტო მოძრაობის გამოყენებით, ამიტომ ბრძოლა და შრომა პარალელურ რეჟიმში არის ის, რითაც აუცილებლად დავიბრუნებთ გამარჯვებას“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.