“არ ვეგუებით რუსეთს” – ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მერიასთან შეიკრიბნენ და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.
მათი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გამოხატავს ხალხის განწყობას და „მიტაცებულია მმართველი გუნდის მიერ“.
აქციის მონაწილეების თქმით, არ შეეგუებიან შედეგებს და პროტესტი გაგრძელება.
“ბევრი ქუთაისელი წავიდა დღეს თბილისში და ჩვენ სიმბოლურად შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ პროტესტი. ეს არჩევნები არის მიტაცებული, ბევრი ადამიანია გაბრაზებული, ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია და არ შევეგუებით, პროტესტი გაგრძელება” , -განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.