LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი – თინა ბოკუჩავა

“უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ”-თინა ბოკუჩავა

დაპოსტა 2024/10/26-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

დღეს არის ძალიან დიდი გამარჯვების დღე, მიუხედავად ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა საქართველომ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა და “ქართული ოცნება” დამარცხდა.

“დღეს არის ძალიან დიდი გამარჯვების დღე. დღეს არის ნამდვილად დიდი ეროვნული, ევროპული გამარჯვების დღე. მოხდა სწორედ ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის, მრავალი კვირის მანძილზე და მთელი დღის განმავლობაში, რომ მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა, მიუხედავად ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა საქართველომ. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა “ქართული ოცნება,” ბიძინა ივანიშვილის დრო დასრულდა და ეს ვნახეთ ჩვენ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა.

ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში.

აქვე, მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ქართული ქარტია, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც მიიღო ქართველი ხალხის ნდობა და ხელისუფლების მანდატი, არის ამავდროულად ხელმომწერი ქართული ქარტიის, შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი ქართული ქარტიის ირგვლივ იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა და ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე.

როგორც ნახეთ, ეგზიტპოლში განსხვავება არის ძალიან დიდი, ოპოზიციამ დიდი უპირატესობით მოიგო, 10%-იანი უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ და დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო შედეგებში, რომელიც სულ რამდენიმე საათში მოვა, ეს უპირატესობა ოპოზიციისთვის კიდევ უფრო დიდი იქნება და შესაბამისად, კიდევ უფრო დიდი იქნება ჩვენი საერთო ეროვნული, ევროპული გამარჯვება.

დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მივიდა და გააკეთა ევროპული არჩევანი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა – ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ – 8,2 %.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურია და წარმატების მიღწევის შანსი მაღალია. მნიშვნელოვანია, ენერგია სწორად გადაანაწილოთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ.   ♉ კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე ან შეხვედრაა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის მაისი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. პერიოდი მოიცავს სავსემთვარეობებს, პლანეტების სხვადასხვა ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგებას, რეტროგრადულ პლუტონსა და ახალმთვარეობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი ზოდიაქოს 7 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი...

დაწვრილებითDetails

“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს
მთავარი

"სელფი მობაილი" ქუთაისს "გვირილობას" ულოცავს. "ჩვენი ქუთაისის გუნდისთვის, რომელიც ყოველდღიურად თქვენ გვერდითაა, ეს დღესასწაული  განსაკუთრებულია, ამიტომ გვინდა ეს დღე კიდევ უფრო პოზიტიური გავხადოთ. დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საჩუქრები მოვუმზადეთ: • არსებულ აბონენტებს, აპლიკაციაში MyCellfie, 2 მაისს...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"