LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საარჩევნო უბნებთან რიგები ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, დამარცხდება ერთპარტიული მმართველობა

საარჩევნო უბნებთან რიგები ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, დამარცხდება ერთპარტიული მმართველობა

დაპოსტა 2024/10/26-ში
A A
4
ნახვა
გაზიარება

ეს რიგები საარჩევნო უბნებთან ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, დამარცხდება ერთპარტიული მმართველობა – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, საზოგადოებას, ჩემ უკან რიგში, ივანიშვილისთვის აქვთ ხმა მიცემული, მაგრამ ის არ უკურთხებიათ მეფედ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას არ უნდა მეფე და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

„ეს შენობა არის 47-ე საჯარო სკოლის შენობა, რომელშიც მე ვსწავლობდი. 90-იანი წლები იყო და ნამდვილად არ იყო საუკეთესო წლები ჩვენი თაობისთვის. მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, მომდევნო თაობის წარმომადგენელმა არ განიცადოს ის რთული წლები, ის არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს ხელთაა შესაძლებლობა თავად ავირჩიოთ რომელ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა – რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა, მაშინ, როცა ვიყავი მოწაფე და 47-ე სკოლაში დავდიოდი მთაწმინდაზე, თუ დასავლური გეოპოლიტიკური სივრცე გვინდა, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის განათლებას, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ეკონომიკას, რომელიც მუშაობს ხალხზე და არა რამდენიმე ასეულ ადამიანზე; რომელიც გულისხმობს ბედნიერ სახელმწიფოს; რომელიც გულისხმობს თავისუფალ პედაგოგს, თავისუფალ მოქალაქეს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერაფერს დააძალებს. მით უფრო როცა ეს ყველაფერი ეხება არჩევნებზე თავისუფალი ნების გამოხატვას. მინდა, რამდენიმე წელიწადში ყველანი ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. იმ საზოგადოებამ ძალიან ფართოდ გაგვიღო კარები. ჩვენ უბრალოდ ფართო კარებში უნდა შევიდეთ. ეს გადაწყვეტილება მივიღე სწორედ აქ.

მე შემიძლია გავაკეთო პარალელი, რა განწყობა იყო ამ უბანში, თუნდაც 2021 წელს, სადაც არ ჰქონდა ცუდი შედეგი ოპოზიციას და იმ განწყობებთან შევადარო, რომელიც დღესაა. თუნდაც აქ, უბანში, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში. ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას უნდა ცვლილება. კარგსა და ცუდზე აღარაა საუბარი, საუბარია, რომ ხალხის მოთხოვნაა ცვლილებები. საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ უნდა ბიძინა ივანიშვილის ხილვა, როგორც მეფის. მინდა ძალიან მალე, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს პასპორტთან ერთად, ევროკავშირის პასპორტიც გვქონდეს. არ მინდა, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში დაემსგავსოს მეფეს.

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, საზოგადოებას, ჩემ უკან რიგში, პირადაც ვიცნობ, უბნელები არიან, ივანიშვილისთვის აქვთ ხმა მიცემული, მაგრამ ის არ უკურთხებიათ მეფედ. მათ მიაჩნდათ, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო. თბილისმა ასე გადაწყვიტა და 70%-მა უარი უთხრა წინა ხელისუფლებას. საზოგადოებას ჰქონდა ცვლილებების სურვილი. სამწუხაროდ, მოხდა საპირისპირო. ყოველმა შემდეგმა ხელისუფლებამ პოლიტიკური სისტემა კიდევ უფრო გააუარესა. ჩვენ რომ არ გვინდა დღევანდელი ხელისუფლება, ეს ძალიან მანკიერი ხელისუფლება, არ ნიშნავს, რომ რამეს მივტირით წარსულში. არაფერს არ მივტირით, რაც იყო წარსულში. გვინდა წინსვლა, მომავლისკენ სვლა გვინდა. ჩვენ გვინდა ცვლილება, გვინდა ვცხოვრობდეთ სახელმწიფოში, სადაც წელს გავიმარჯვებთ ჩვენ სხვებთან ერთად, მომდევნო არჩევნებზე დავმარცხდებით. შემდეგზე კვლავ გავიმარჯვებთ და იმის შემდეგზე დავმარცხდებით. ანუ ცვალებადობა იყოს. ჩვენ არ გვინდა მეფე და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, არც ერთ და არც მეორე ამპლუაში. დღეს ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ეს რიგები საარჩევნო უბნებთან ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, დამარცხდება ერთპარტიული მმართველობა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილმა კი არ დანერგა, უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით სახელმწიფოს შეუცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს დიახაც ძირმომპალი პოლიტიკური სისტემა წელს იცვლება და წარსულს ვაბარებთ ერთპიროვნულ მმართველობას. ამ ქვეყანაში ვერასდროს განმეორდება ვერცერთი პოლიტიკოსი, რომელიც ამ სახელმწიფოს მართვას ერთპიროვნულად შეძლებს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს
მთავარი

ნატა ვიბლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დაზარალებულს მიმართავს და ურჩევს “გაფილტროს ტკივილი ბრაზისგან, ფაქტი - ვარაუდისგან, დამნაშავე კი - უდანაშაულოსგან.“   როგორც კუბლაშვილი ამბობს, თვითონაც არაერთი...

დაწვრილებითDetails

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქკეზე დაკავებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 უცხოელი ტურისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.   მას საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

დანაშაულია, იმერეთში კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო – რას წერს დათო სიმონია

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დანაშაულია, იმერეთში კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო – რას წერს დათო სიმონია
მთავარი

იმერეთში, სოფელი გოგნის მიმდებარედ კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო. კოლხური ტყე არის ტყეების ტიპი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის მემკვიდრეობად ითვლება. მასში შედის უძველესი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები: ბზა, მუხა, წაბლი, უთხოვარი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს
მთავარი

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.   მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ...

დაწვრილებითDetails

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
მთავარი

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა. ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება
მთავარი

ხონის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანი ჩხეიძემ ლიეტუაში, LCC- საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა. მან 20%-იანი დაფინანსება მოიპოვა და გლობალური ბიზნესი და საზოგადოებრივი ჩართულობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
მთავარი

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს. პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა - „ძალიან...

დაწვრილებითDetails

უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და გაუგზავნა რამდენიმე პირს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც  დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროლურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულის უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს მობილურ ტელეფონში ინახავდა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"