პოლიციელებს მოუხდათ პიტბულისათვის ესროლათ რომ ქალი გადაერჩინათ.
ავსტრალიის ქალაქ თაუნსვილში, 34 წლის ქალმა, საკუთარი ძაღლის თავდასხმის შედეგად, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. ის, მძიმე ტრავმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარამედიკოსების განცხადებით, ძაღლმა პაციენტს მარჯვენა მკლავი იდაყვის ქვემოთ მოაწყვიტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ საავადმყოფოში მიიტანა მკლავიც იმ იმედით რომ ექიმები მის აღდგენას შეძლებენ.
„შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ქალი, საკუთარი სახლის გარეთ, გასისხლიანებული იპოვა, ხოლო ძაღლი სახლში იყო. ის ძალიან აგრესიული ჩანდა… ჯერ კიდევ ცდილობდა გარეთ გასვლას,“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე უფროსმა სერჟანტმა სკოტ უორიკმა.
დეილი მეილის ინფორმაციით შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალთან მეზობლემი მივიდნენ სტუმრა, ძაღლი გარეთ გამოსვლას ცდილობდა პატრონმა კი მისი შეკავება სცადა რა დროსაც ძაღლი მას მკლავში ეცა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ძაღლმა ბოლო სამი თვის განმავლობაში 2 ადამიანი დაკბინა მისი ქმრის ჩათვლით.