რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, ორი ადამიანი გარდაიცვალა, მესამე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გარდაცვლილები 53 და 57 წლის ცოლ-ქმარი არიან, მათი 25 წლის შვილი კი ჰოსპიტალიზირებულია.
როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის” გახდა ცნობილი, ოჯახი ლეონიძის ქუჩაზე ნაქირავრებ ბინაში ცხოვრობდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” თანამშრომლები.
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი გასულ კვირასაც გარდაიცვალა.