როგორ შეაფასებთ ქუთაისში ლიფტების მუშაობას – ამ კითხვით “მეგა ტვ”-მ სოციალურ ქსელში გამომწერებს მიმართა. როგორც კომენტარებიდან ირკვევა ლიფტების პრობლემა ქალაქში მწვავედ დგას.
როგორც ქუთაისელები წერენ ქალაქში არსებული ლიფტები გაუმართავი და სიცოცხლისთვის საშიშია.
ქუთაისში ლიფტების პრობლემა წლებია დგას.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასული წლის მონაცემებით სულ 956 ლიფტი იყო, რომელთაგან მოქმედი იყო 925 ლიფტი, გაჩერებული კი 31 (მათ შორის სატვირთო 13).