LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“მინდა ივანიშვილს ვკითხო: სად არის დანგრეული, შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი? სად არის გავერანებული ანაკლია” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

დაპოსტა 2024/10/18-ში
A A
31
ნახვა
გაზიარება

ვიცი, რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს, ვინც საქართველოშია და სთხოვოთ, არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და, პირიქით, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებისადმი მიმართვაში.

როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, თუკი არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, გაუქმდება ევროკავშირთან სავიზო მიმოსვლა და ამასთან, ქვეყანა „სვიფტის“ გადარიცხვის სისტემიდან ჩაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ემიგრანტები ფულად გზავნილებს ვერ განახორციელებენ.

“მიმართვა ქართულ ემიგრაციას! მოგესალმებით რუსული გისოსებიდან.

მე ყველაზე მეტად ვიცი თუ რას ნიშნავს სამშობლოს მონატრება. სწორედ, სამშობლოს მონატრებამ ჩამომიყვანა სამი წლის წინ საქართველოში. ჩამომიყვანა ასევე საქართველოს გადარჩენის სურვილმა. სწორედ, ახლა დადგა კრიტიკული მომენტი, როცა ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო. აგერ მთელი მსოფლიოც მოუწოდებდა ქართველ ხალხს, რომ არჩევნებზე არ გაყიდონ მომავალი.

თქვენ იცით, რომ თუ რაღაც მანქანით ივანიშვილი დარჩა, ჩვენ გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას და ჩაგვხსნიან „სვიფტის“ გადარიცხვის სისტემიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვეღარ გადმორიცხავთ ფულს და გაგიჭირდებათ წინ და უკან გადაადგილება.

გარდა ამ უშუალო ზიანისა, ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ ჩვენ სამშობლოს! ვიცი, რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს, ვინც საქართველოშია და სთხოვოთ (მოსთხოვოთ) რომ არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და პირიქით მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს, როგორც ამისკენ თავად ევროპა ჩვენივე საკეთილდღეოდ ღია ტექსტით გვიბიძგებს.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ და 2012 წლის ჩათვლით უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე ტოვებდა აქაურობას. ამიტომ ჩემი პარტიის ნომერი -5 არის, პირველ რიგში, ემიგრანტთა დაბრუნების ნომერი. ჩვენ არამხოლოდ სიტუაციის სწრაფი შემობრუნება შეგვიძლია, არამედ შევქმნით 1 მილიარდიან ფონდს ემიგრანტების დაბრუნებაში დასახმარებლად.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევქმნით ემიგრანტების დაბრუნების სამინისტროს, დავავალებთ ახალი მთავრობის ლიდერებს მოიარონ ემიგრანტთა განსახლების ადგილები და მოელაპარაკონ მათ დაბრუნებისთვის პირობების შექმნაზე. ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა დავაბრუნოთ ხალხი ქვეყანაში და ამას მივაღწევთ. ე.ი. მივაღწევთ ოჯახების გამთლიანებას და საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფის შეჩერებას! ვიმარჯვებთ ერთად და სახელოვნად!” – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე
მთავარი

,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

ვარშავაში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

25 წლის მოქალაქეზე განხორციელებუი თავდასხმისთვის, ბელარუსის მოქალაქის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში ბრალოლდებული ქართველები ვარშავაში დააკავეს. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში...

დაწვრილებითDetails

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ
მთავარი

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ რეგიონების შემოვლას აგრძელებს. დღეს ისინი იმერეთში ჩავიდნენ და გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. მათთან ერთად იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების კვლევითი ცენტრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი
მთავარი

ქუთაისში 12 აგვისტოს  ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებები ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება. ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება აგვისტოს ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ლანეტების აღლუმი და 12 აგვისტოს მზის დაბნელება ცვლილებების მექანიზმს ყველა სფეროში აამოქმედებს. ბევრ ადამიანს უახლოესი გეგმებისა და ფინანსური სტრატეგიების გადახედვა მოუწევს. კვირის ბოლოს კი ზოგიერთ ნიშანს მოთმინებისა და გამძლეობის გამოცდა...

დაწვრილებითDetails

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. “არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ...

დაწვრილებითDetails

საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 პირს შეუწყდა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს
ეკონომიკა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 7 235 ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2026 წლის ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 584 137-ს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გათავისუფლდება მოსწავლე სასკოლო ფორმის ტარებისგან

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

თუ ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ შე­უძ­ლია ფორ­მის ტა­რე­ბა, მშო­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მოს­წავ­ლე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ფორ­მის ტა­რე­ბის­გან - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, გივი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და. „სკო­ლა მშო­ბელ­თან...

დაწვრილებითDetails

იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს. პროექტის...

დაწვრილებითDetails

ასეთი წუთების დავიწყება რთულია – ქალმა სასწრაფო დახმარების ავტომობილში მეხუთე შვილი გააჩინა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ასეთი წუთების დავიწყება რთულია – ქალმა სასწრაფო დახმარების ავტომობილში მეხუთე შვილი გააჩინა
მთავარი

ახალგორის რაიონულ სამსახურში გამოძახება შევიდა. სოფელ ციხისძირში დახმარებას ითხოვდნენ. ახალგაზრდა ქალს სამშობიარო ტკივილები დაწყებული ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას მეხუთე შვილის მომლოდინე ორსული დახვდათ, რომელსაც მოვლითი სამშობიარო ტკივილები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"