კულტურის სამინისტროსთან შეკრებილი პარამკლავჭიდელები კუთვნილ პრემიებს ითხოვენ.
“ევროპის ჩემპიონატის პრემია უნდა მიგვეღო უკვე დაახლოებით 3 თვის წინ. სამინისტრო გვეუბნება, რომ “ფული არ არის”, “ახლა წინასაარჩევნოა”, ანუ ბილბორდებში მიდის თურმე ბევრი ფული და სამინისტროს ვეტყვი რა, თუ უნდათ მომთხოვონ კანონიერად პასუხი. დავიღალეთ ამათი კორუფციით, ფორმალურად გაფორმებულებს ნუ ურიცხავენ მილიონებს და მერე ჩვენ მოგვაწერენ მაგას. ევროპის პრემიას ვითხოვთ ჩვენ ჩვენსას, რომელიც უნდა მიგვეღო დიდი ხნის წინ.
მინდა სპორტსმენებს მივმართო. აი, ლაშა ტალახაძეს მაგალითად, გენო პეტრიაშვილს, აგერ არის სპორტის სამინისტრო, რომელმაც წლების მანძილზე სისხლი გაგვიშრო და ხო აიღეთ ბიჭებო პასუხისმგებლობა ქვეყნის მშენებლობაზე, პარლამენტში ხო უნდა ავირჩიოთ, აი, მოვიდეს ახლა და დაიცვას ჩვენი უფლება, ვიჩაგრებით, თანაც ძალიან მაგრად.
სახელმწიფო აცხადებს “იქ იმას მილიონს ვაძლევთ”, არავის მილიონი არ გვჭირდება, რაც არის კუთვნილი, გაწერილი ჩვენი, პრემია, რაც წერია კანონში ჩვენი მოგების შემთხვევაში, ის ჩაგვირიცხონ”. – ამბობს პარამკლავჭიდელი, ბესო ლეკიაშვილი.
“ფული არ გვაქვსო ამბობენ, არადა ფული იმდენი აქვთ… მე პირადად ვითხოვ ჩემ პრემიას, 1700 ლარს. მესამე ადგილის პრიზიორი ვარ”. – პარამკლავჭიდელი, დავით ღოღობერიძე.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი პარამკლავჭიდელი, თიკო სარალიძის თქმით, პროტესტი ყოველდღიურ სახეს მიიღებს, სანამ კუთვნილ პრემიებს არ მიიღებენ.