LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საამაყოა, რომ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შედეგად საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს CERN-ში მიმდინარე უმსხვილესი გლობალური სამეცნიერო კვლევების წარმატებაში – ალექსანდრე წულაძე

დაპოსტა 2024/10/18-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტმა კოსტას ფონტასმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, CERN-ის წარმომადგენლებმა, ქართველმა აკადემიკოსებმა და მეცნიერებმა.

კონფერენციის მონაწილეებმა ერთობლივი პროექტების შედეგები შეაჯამეს, არსებული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას 70 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოში მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით CERN-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საამაყოა, რომ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შედეგად საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს CERN-ში მიმდინარე უმსხვილესი გლობალური სამეცნიერო კვლევების წარმატებაში.

იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობისკენ მიმავალ გზაზე დადებითი წინსვლა გვექნება, რაც ქართველ მეცნიერებს, სტუდენტებს, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო დონის კვლევების განხორციელების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების, მხარდაჭერისა და ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობის საქმეში“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტმა. მან მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და პარტნიორობის გაძლიერების სრული მზაობა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა უკვე 30 წელზე მეტს ითვლის, რომლის ფარგლებში მრავალმა ქართველმა მეცნიერმა გააგრძელა კვლევითი საქმიანობა CERN-ში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობაში. კერძოდ, ქართველი მეცნიერები CERN-ის ოთხი ძირითად ექსპერიმენტიდან ორში – ATLAS და CMS ექსპერიმენტში – არიან ჩართულები.

2023 წელს გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმების ოქმი საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის, განათლების, გადამზადების და ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულია ინჟინრებისა და მკვლევრების CERN-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, საზაფხულო სტუდენტური პროგრამების განხორციელება, აკადემიური და ტექნიკური პერსონალის გადამზადება, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მხარდაჭერა, ადრონული თერაპიის სფეროში გამოცდილების გაზიარება, საჯარო სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განხორციელება და სხვა.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე
მთავარი

,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

ვარშავაში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

25 წლის მოქალაქეზე განხორციელებუი თავდასხმისთვის, ბელარუსის მოქალაქის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში ბრალოლდებული ქართველები ვარშავაში დააკავეს. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში...

დაწვრილებითDetails

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ
მთავარი

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ რეგიონების შემოვლას აგრძელებს. დღეს ისინი იმერეთში ჩავიდნენ და გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. მათთან ერთად იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების კვლევითი ცენტრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი
მთავარი

ქუთაისში 12 აგვისტოს  ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებები ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება. ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება აგვისტოს ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ლანეტების აღლუმი და 12 აგვისტოს მზის დაბნელება ცვლილებების მექანიზმს ყველა სფეროში აამოქმედებს. ბევრ ადამიანს უახლოესი გეგმებისა და ფინანსური სტრატეგიების გადახედვა მოუწევს. კვირის ბოლოს კი ზოგიერთ ნიშანს მოთმინებისა და გამძლეობის გამოცდა...

დაწვრილებითDetails

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. “არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ...

დაწვრილებითDetails

საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 პირს შეუწყდა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს
ეკონომიკა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 7 235 ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2026 წლის ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 584 137-ს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გათავისუფლდება მოსწავლე სასკოლო ფორმის ტარებისგან

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

თუ ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ შე­უძ­ლია ფორ­მის ტა­რე­ბა, მშო­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მოს­წავ­ლე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ფორ­მის ტა­რე­ბის­გან - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, გივი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და. „სკო­ლა მშო­ბელ­თან...

დაწვრილებითDetails

იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს. პროექტის...

დაწვრილებითDetails

ასეთი წუთების დავიწყება რთულია – ქალმა სასწრაფო დახმარების ავტომობილში მეხუთე შვილი გააჩინა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ასეთი წუთების დავიწყება რთულია – ქალმა სასწრაფო დახმარების ავტომობილში მეხუთე შვილი გააჩინა
მთავარი

ახალგორის რაიონულ სამსახურში გამოძახება შევიდა. სოფელ ციხისძირში დახმარებას ითხოვდნენ. ახალგაზრდა ქალს სამშობიარო ტკივილები დაწყებული ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას მეხუთე შვილის მომლოდინე ორსული დახვდათ, რომელსაც მოვლითი სამშობიარო ტკივილები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"