კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას 75 მილიონი დოლარი შესწირა. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მასკმა ტრამპს ივლისში 45 მილიონი დოლარი შესწირა, ხოლო სექტემბერში – 30 მილიონი დოლარი. ტრამპის საარჩევნო კამპანიას ფული აგრეთვე შესწირეს მასკის ახლო მეგობრებმაც.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ივნისიდან ტრამპის შტაბმა 102,2 მილიონი დოლარი დახარჯა. ათეულობით მილიონი დოლარი ტრამპის მხარდაჭერაზე, ხოლო დანარჩენი მის კონკურენტზე „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისზე თავდასხმებისთვის დაიხარჯა.
გარდა ამისა, ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა თითქმის 8,9 მილიონი დოლარი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დისკრედიტაციაზე დახარჯა.