თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა დილით, იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.