ახალ ბანერებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის ქუჩებში დღეს დილით გამოჩნდა და სადაც ოპოზიციის ლიდერების ფოტოებია გამოსახული, კრიტიკული შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბანერები ზიზღის ენის შემცველია.
პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ბანერებში ახალი არაფერი არ არის.
“ამ ბანერებში არაფერი ახალი არ არის, უბრალოდ, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ მათი ემოციური მდგომარეობა კიდევ დამძიმდება და კიდევ უფრო შორს წავლენ, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ამ ქვეყნის ევროპულ განვითარებას,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.