საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი გამარჯვებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ,,მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსში“!
პროექტი – „მე ექსპერიმენტატორი“ მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში ფიზიკისადმი ინტერესის გაღვივებას სამეცნიერო ექსპერიმენტების საშუალებით.
პროექტის მიხედვით ჩვენი ფიზიკის ლაბორატორიის ბაზაზე დამატებით მოეწყობა სასკოლო ლაბორატორია, სადაც მოსწავლეები საინტერესო სადემონსტრაციო ექსპერიმენტებს დაესწრებიან და თავადაც ჩაატარებენ სასკოლო ექსპერიმენტებს, გაზომავენ ცდის შედეგებს, გამოთვლიან სხვადასხვა ფიზიკური სიდიდეების მნიშვნელობებს, შეაფასებენ გაზომვის ცდომილებებს.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გააცნობიერონ ფიზიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში და სხვა მეცნიერებებისა და ხელოვნების დარგებთან მისი კავშირი.
უშუალო მონაწილეობა ექსპერიმენტებში დაეხმარება მოსწავლეებს სამომავლოდ პროფესიის სწორად არჩევის პროცესში.