ქუთაისში, თეთრი ხიდზე განათების ბოძებს ღებავენ.
,,მეგა ტვ” დაინტერესდა თუ რა სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი ქალაქის ტურისტულ ადგილზე.
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ ამ ეტაპზე თეთრ ხიდზე სხვა სამუშაოების ჩატარება არ იგეგმება.
თეთრი ხიდზე, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათია, დაზიანებულია სავალი ნაწილის რკინის ფილები, ლამპიონები, ხიდზე პერიოდულად იბზარება საფეხმავლო მინები.
მინის ზედაპირის გამოსაცვლელად, ექვს წლის განმავლობაში, სხვადასხვა დაზიანების შეკეთებას 16 200 ლარი დასჭირდა.
ქუთაისის თეთრი ხიდი, 2018 წლის ნოემბერში, მაშინდელმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ საზეიმოდ გახსნა. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა.