LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ტყუილია, თითქოს არჩევნებისთვის შექმნილ ტერიტორიულ ჯგუფებს გდდ ხელმძღვანელობს – შს მინისტრის მოადგილე

ტყუილია, თითქოს არჩევნებისთვის შექმნილ ტერიტორიულ ჯგუფებს გდდ ხელმძღვანელობს – შს მინისტრის მოადგილე

დაპოსტა 2024/10/09-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებით შექმნილ ტერიტორიულ ჯგუფებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ დარახველიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ტერიტორიულ ჯგუფებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება, სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორები უხელმძღვანელებენ, აღნიშნულ ჯგუფებში კი ყველა საპოლიციო დანაყოფი შევა, მათ შორის, საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, საჭიროების შემთხვევაში კი, დაცვის პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ჩაერთვება.

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ტერიტორიული ჯგუფები 2016 წლის არჩევნებიდან მოყოლებული ყოველ ჯერზე იქმნება და მისი მიზანი, ხმის მიცემის პროცედურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებაა.

მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, ტერიტორიული ჯგუფები ძირითადად, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის იქნებიან მობილიზებული, საარჩევნო ოლქში შესვლა კი მხოლოდ უბნის თავმჯდომარის მიერ განხორციელებული ზარის შემდეგ, კონკრეტული ღონისძიების ჩასატარებლად შეეძლებათ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ტერიტორიული ჯგუფების დაკომპლექტება 18 ოქტომბერს დასრულდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა, რომელიც არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. პოლიციის ფუნქციები და მანდატი გაწერილია, როგორც საარჩევნო კოდექსით, ასევე თავად „პოლიციის შესახებ კანონით“. კოორდინირებული მუშაობისთვის, ასევე იმისათვის, რომ თითოეულ უბანზე, თითოეულ საარჩევნო ოლქში არჩევნებისთვის მშვიდი და უსაფრთხო გარემო იყოს, უკვე წლებია, ყოველი არჩევნების წინ, შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანებას გამოსცემს, რომლის მთავარი მიზანია, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალები მობილიზებული იყვნენ და ჩვენი ვალდებულებები, რაც პოლიციას კანონით აქვს დაკისრებული, შესრულდეს. ტექნიკურად ეს შემდეგი ფორმით იქნება: ყველა ტერიტორიულ ერთეულში – აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და თბილისის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება ჯგუფები, რომელსაც სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უხელმძღვანელებს. მისი მანდატის ქვეშ შეიქმნება კონკრეტული ჯგუფები, სადაც გარდა თავად ამ დეპარტამენტის თანამშრომლებისა, ასევე შევლენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი პირები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი კონკრეტული წარმომადგენლები და საჭიროების შემთხვევაში, დაცვის პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.

ყველა კონკრეტულ ტერიტორიულ ჯგუფს ადგილზე დეპარტამენტის დირექტორი უხელმძღვანელებს და მის სრულ დაქვემდებარებაში გადადის სხვადასხვა დანაყოფების მხრიდან გამოყოფილი თანამშრომლები, შემდეგ შემუშავდება საჭირო გეგმა, როგორ უნდა უზრუნველყოს თითოეულ საარჩევნო უბანზე მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ანუ რა რაოდენობის ჯგუფები იქნება თითოეულ უბანზე საჭირო, რა აღჭურვილობა იქნება აუცილებელი – ეყოლებათ ავტომობილი, სპეციალური აღჭურვილობა ექნებათ თუ არა და ა.შ. ამ დეტალებს ჯგუფის ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი დაარეგულირებს და კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე მოხდება ამ სახით განაწილება.

არჩევნების დღეს მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდი და უსაფრთხო გარემო უნდა იყოს უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, კანონში გაწერილია, რომ საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში ნებისმიერი შეკრება, ასევე, 25 მეტრის რადიუსში საარჩევნო პლაკატების, სააგიტაციო მასალების გავრცელება იკრძალება – ამ ყველაფრის ადგილზე გამოვლენა, შესაბამისი ღონისძიებების და რეაგირების განხორციელება პოლიციას ევალება. ასევე, თუკი, უბანზე გარკვეული ინციდენტები მოხდა, საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც კონკრეტული პირი არ ემორჩილება, ამ შემთხვევაში პოლიციის გამოძახება ხდება და პოლიცია თავისი მანდატის ფარგლებში უზრუნველყოფს გაძევებული პირის გამოყვანას, შესაბამის რეაგირებას. ეს ღონისძიებები კოორდინირებულად რომ ჩატარდეს და ყველა ის ვალდებულება, რაც პოლიციას აქვს დაკისრებული, ეფექტურად აღსრულდეს, 2016 წლიდან, ყველა არჩევნების წინ, მსგავსი ბრძანება გამოიცემა.

18 ოქტომბერს, ეს ჯგუფები უკვე ჩამოყალიბებული იქნება, თითოეულ ტერიტორიულ ჯგუფს ადგილზე სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უხელმძღვანელებს. მის დაქვემდებარებაში იქნება ყველა ის დანაყოფი, რაზეც ვისაუბრე. აღნიშნული საკითხი, გარკვეული სპეკულაციების საგანი არ უნდა გახდეს. ეს ბრძანება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ჰქონდეთ მშვიდად, უსაფრთხო გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მივიდნენ საარჩევნო უბანზე, თავიანი პოზიცია დააფიქსირონ, საარჩევნო კომისიებს კი საშუალება ჰქონდათ, ასევე მშვიდ გარემოში ჩაატარონ საარჩევნო პროცესი.

ვიმეორებ, ეს არის სტანდარტული შემთხვევა, 2016 წლის შემდეგ, ყველა არჩევნების წინ, ხდება მსგავსი ბრძანების გამოცემა, ეს ჩვენს ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ მოიძიოთ, საჯარო ინფორმაციაა. ფუნქციები და ღონისძიებები, რასაც პოლიცია ახორციელებს, ეს საარჩევნო კოდექსიდან, ასევე, „პოლიციის შესახებ კანონიდან“ გამომდინარეა. უბრალოდ, ამ ბრძანებით თავმოყრა და ღონისძიებების დაგეგმვა ხდება, რომ ამ პროცესმა ეფექტურად, კოორდინირებულად ჩაიაროს“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი განმარტებით, ტერიტორიული ჯგუფები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებიან განლაგებული და საჭიროებისამებრ იმოქმედებენ.

„კონკრეტული უბნების, მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად საჭირო საპოლიციო ძალებით ვიქნებით თითოეულ უბანზე წარმოდგენილი. ზოგან მეტი რაოდენობა იქნება მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ზოგან – ნაკლები. თუმცა, პოლიცია ყველა საარჩევნო უბანზე იქნება წარმოდგენილი იმ რაოდენობით, რაც მთავარი მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი. პოლიცია საარჩევნო უბნების შიგნით არ შედის, მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განლაგებული. საარჩევნო უბანში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის, როცა უბნის თავმჯდომარე პოლიციას იძახებს და დახმარებას სთხოვს. მიმდებარე ტერიტორიაზეც იმ შემთხვევაში რეაგირებს, თუკი, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული დანაწესი ან საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა“, – განაცხადა დარახველიძემ.

კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა აღნიშნული ტერიტორიული ჯგუფებისთვის მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს მიმართვა, დარახველიძე დადებით პასუხს სცემს. მისი განმარტებით, მოქალაქეს, როგორც 112-ში ზარის განხორციელებით, ასევე პოლიციისთვის პირდაპირი შეტყობინების გზით, შეუძლია მიმართვა. გარდა ამისა, თავად ჯგუფებს მედიასაშუალებებიდან და ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზეც შეუძლიათ მოქმედება.

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება ინფორმაცია, თითქოს, ტერიტორიულ დანაყოფებს გდდ უხელმძღვანელებს.

„არათუ არასწორია, ეს დეზინფორმაცია და ტყუილი, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაა. ეს ბრძანება ყველასთვის ხელმისაწვდომია და შეეძლოთ წაეკითხათ, პირველივე მუხლის მეორე პუნქტში მითითებულია, რომ ჯგუფს ხელმძღვანელობს ტერიტორიული დეპარტამენტის დირექტორი და მის დაქვემდებარებაში გადადის დანაყოფები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი კონკრეტული თანამშრომლები ამ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არიან. სპეკულაცია და ტყუილია, თითქოს ამ ჯგუფებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. ვიმეორებ, აღნიშნულ ჯგუფში ჩართული არიან – საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და თავად ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები. ასე რომ, ეს არის ჯგუფი, რომელიც ერთობლივად მოქმედებს იმ წესების შესაბამისად, რაც კანონითაა განსაზღვრული“, – განაცხადა დარახველიძემ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი - აღნიშნულის შესახებ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი  პირი დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრიან კენჭს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება
მთავარი

ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერზეა განთავსებული. ანგარიშს მხარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 5 მაისს 53...

დაწვრილებითDetails

რას წერს ესპანური გამოცემა ილია თოფურიაზე

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს – როგორია მისი მდგომარეობა
მთავარი

ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. Marca წერს, რომ სოციალურ მედიაში ტრავმებისა და შესაძლო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს. გამოცემის...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი სოხუმი - +27 მზე   ზუგდიდი - + 28 მზე   მესტია - + 18 მზე   ფოთი - +25 მზე,   ბათუმი - +24 მზე,...

დაწვრილებითDetails

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე იქნებით და გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად შეძლებთ. სამუშაო სფეროში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში კი გულწრფელობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.   კურო ფინანსური საკითხები ყურადღების ცენტრში...

დაწვრილებითDetails

“დამეხმარეთ, მკვლელები გვემუქრებიან… ჩემი შვილის მკვლელები” წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დედა

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
“დამეხმარეთ, მკვლელები გვემუქრებიან… ჩემი შვილის მკვლელები” წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დედა
მთავარი

"დამეხმარეთ, მკვლელები გვემუქრებიან... ჩემი შვილის მკვლელები"  -  წერს სოციალურ ქსელში ბათუმის კლინიკაში ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის, ლუკა ჩხიკვიშვილის დედა, ნინო სიხარულიძე   მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ლუკას...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6554 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6554 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6563 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია” ინფორმაციას ავრცელებს და აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს, 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს...

დაწვრილებითDetails

კახეთში ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

კახეთში ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან კონფლიქტის დროს მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც ქალმა მეზობლებს დახმარება სთხოვა. დაპირისპირებაში მეზობელი ჩაერთო,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"