LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი

საქართველოს მთავრობამ მიიღო ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაახლოებით ნაცვლად ევროკავშირს აშორებს- პაველ ჰერჩინსკი

დაპოსტა 2024/10/07-ში
A A
14
ნახვა
გაზიარება

იმის შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს, ბევრი რთული, საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოხდა თქვენი პარლამენტის, მთავრობის მიერ, რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დააახლოოს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ოცნებასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების დიდი უმრავლესობისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირს ძალიან, ძალიან დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ მიეღო გადაწყვეტილება გაგვეღო კარი უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის. გეტყვით ძალიან ღიად, რომ ამ კარის გაღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ უკრაინელების მამაცობით, თავდადებით და ტანჯვით, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, წესებს, რომლებიც ცივილიზებული სამყაროს ბირთვს წარმოადგენს, ამან მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ თქვენ, უკრაინელებთან და მოლდოველებთან ერთად იმსახურებთ, რომ ევროკავშირის ნაწილი გახდეთ“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს მთავრობამ მიიღო ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ძირითად პრინციპებთან და ღირებულებებთან სრულიად შეუსაბამოა.

„მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა? მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, რომ მზად ვართ, გულში ჩაგიკრათ? ბევრი რთული, საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოხდა თქვენი ქვეყნის, თქვენი მთავრობის მიერ, რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დაეახლოებინა საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ოცნებასთან – ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს საქართველოში საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, ცრუ ნარატივები, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ზოგადად დასავლეთის და ევროკავშირის წინააღმდეგ, მიუღებელია ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

„სამწუხაროდ, ეს შეთქმულების თეორიები, ეს ნარატივები, ეს უცნაური თეორიები კვლავ გრძელდება.

ნება მომეცით, განვაცხადო ხმამაღლა და გარკვევით, ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, მზად ვართ საქართველო შემოგვიერთდეს, მაგრამ ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს და ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. შარშან ჩვენ გამოვაქვეყნეთ გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ, სადაც გაწერილია დეტალურად, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. იმისთვის, რომ უფრო მარტივი ყოფილიყო, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მთავარი რეკომენდაციები ე.წ. 9 ნაბიჯად. ერთი გვერდია, 9 ნაბიჯი – ერთი გვერდია. ამ რეფორმებზე მუშაობის ნაცვლად, ძალიან ბევრი ინიციატივა განხორციელდა, რომლებიც სრულიად შეუთავსებელია ჩვენს ნორმებთან და ღირებულებებთან“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, შესაძლებელია საქართველომ სწრაფად იმოქმედოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დაკარგული დრო აანაზღაუროს.

„ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალე განვაახლებთ მუშაობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით და დავეწევით დროს, რომელიც დავკარგეთ. მზად ვართ ვიმუშაოთ ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, მაგრამ თუ მთავრობა დაარღვევს მთავარ პრინციპებს: თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, სამწუხაროდ, უნდა გითხრათ ძალიან ღიად, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს შეუძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებას სურს, ამ ქვეყანამ სრულად უნდა სცეს პატივი ევროკავშირის ძირითად პრინციპებს, რომელიც გათვალისწინებულია ევროპულ შეთანხმებებში. თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა, ეს არის თქვენი კონსტიტუციური უფლება და ასევე ეს არის თქვენი სამოქალაქო ვალდებულება. თქვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. ეს არის თქვენი ქვეყანა, ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი არჩევანი, ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი ქვეყნის მომავალზე თქვენს გარდა“, – აღნიშნა ელჩმა.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ვარშავაში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

25 წლის მოქალაქეზე განხორციელებუი თავდასხმისთვის, ბელარუსის მოქალაქის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში ბრალოლდებული ქართველები ვარშავაში დააკავეს. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში...

დაწვრილებითDetails

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ
მთავარი

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ რეგიონების შემოვლას აგრძელებს. დღეს ისინი იმერეთში ჩავიდნენ და გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. მათთან ერთად იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების კვლევითი ცენტრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი
მთავარი

ქუთაისში 12 აგვისტოს  ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებები ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება. ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება აგვისტოს ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ლანეტების აღლუმი და 12 აგვისტოს მზის დაბნელება ცვლილებების მექანიზმს ყველა სფეროში აამოქმედებს. ბევრ ადამიანს უახლოესი გეგმებისა და ფინანსური სტრატეგიების გადახედვა მოუწევს. კვირის ბოლოს კი ზოგიერთ ნიშანს მოთმინებისა და გამძლეობის გამოცდა...

დაწვრილებითDetails

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. “არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ...

დაწვრილებითDetails

საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 პირს შეუწყდა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს
ეკონომიკა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 7 235 ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2026 წლის ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 584 137-ს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გათავისუფლდება მოსწავლე სასკოლო ფორმის ტარებისგან

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

თუ ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ შე­უძ­ლია ფორ­მის ტა­რე­ბა, მშო­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მოს­წავ­ლე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ფორ­მის ტა­რე­ბის­გან - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, გივი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და. „სკო­ლა მშო­ბელ­თან...

დაწვრილებითDetails

იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს. პროექტის...

დაწვრილებითDetails

ასეთი წუთების დავიწყება რთულია – ქალმა სასწრაფო დახმარების ავტომობილში მეხუთე შვილი გააჩინა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ასეთი წუთების დავიწყება რთულია – ქალმა სასწრაფო დახმარების ავტომობილში მეხუთე შვილი გააჩინა
მთავარი

ახალგორის რაიონულ სამსახურში გამოძახება შევიდა. სოფელ ციხისძირში დახმარებას ითხოვდნენ. ახალგაზრდა ქალს სამშობიარო ტკივილები დაწყებული ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას მეხუთე შვილის მომლოდინე ორსული დახვდათ, რომელსაც მოვლითი სამშობიარო ტკივილები...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით, Meta-ს დამატებით $567 მილიონის გადახდა დაეკისრა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ბავშვთა უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით, Meta-ს დამატებით $567 მილიონის გადახდა დაეკისრა
მთავარი

ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ Meta-ს, ბავშვებისთვის მისი პლატფორმების მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირების გამო, დამატებით $567 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლოს დადგენილებით, ამერიკულ კომპანიას, არასრულწლოვნების მავნე კონტენტისგან ეფექტიანად დასაცავად, Facebook-ზე,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"