LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს კვლავ ატარებს

26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს კვლავ ატარებს

დაპოსტა 2024/10/07-ში
A A
10
ნახვა
გაზიარება

26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს კვლავ ატარებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აუდიტის პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი, საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია აქვს.

„საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებასა და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელებით, საარჩევნო ადმინისტრაციას სურს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მის საქმიანობაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამისი ეტაპების და აუდიტს დაქვემდებარებული საკითხების შესახებ. კერძოდ, შესაბამისობის აუდიტი განხორციელდება სამ ფაზად: პირველ ეტაპზე: კომპანია შეისწავლის ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებულ ცვლილებებს შუალედური არჩევნებიდან დღემდე და დაადგენს მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან. ასევე, მიმოიხილავს, რეკომენდაციების გათვალისწინებით ასახულ ცვლილებებს საწყის კოდში, წინა პერიოდში განხორციელებული აუდიტის შემდგომ. სრულად შესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის ფუნქციები. კერძოდ, ზუსტად ასახავს თუ არა ხმის მთვლელი აპარატი ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს და ტექნოლოგიურად, პრაქტიკულად და თეორიულად შეუძლებელია თუ არა შეიცვალოს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი. ასახავს თუ არა აპარატის მიერ დაბეჭდილი ყველა ქვითარი რეალურ ინფორმაციას, შესაძლებელია თუ არა ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის რაიმე სახით იდენტიფიცირება, დაკავშირებულია თუ არა აპარატი რამე სახით ინტერნეტთან და ასევე, ვერიფიკაციის აპარატთან. ამასთანავე, დაცულია თუ არა აპარატი, რაიმე ზემოქმედებისგან უცხო სახის მოწყობილობით. კომპანია კიდევ ერთხელ მოიკვლევს, ჩართულია თუ არა ვერიფიკაციის აპარატები ინტერნეტში, ასახავს თუ არა ყველა აპარატის მიერ დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია ან ამომრჩევლის მიერ არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი ქვითარი რეალურ ინფორმაციას. ისევ შეუძლებელია თუ არა ორმაგი ვერიფიკაცია და არიან თუ არა აპარატები სინქრონიზებული ლოკალური ქსელით. კომპანია ასევე შეისწავლის შესაძლებელია თუ არა ერთი პირის დუბლირება სხვადასხვა უბნებზე. დამატებითი შესწავლილის საგანი იქნება ვერიფიკაციის აპარატებში სიების ჩაწერის კომპონენტი. მოიცავს თუ არა მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტი სიების ჩაწერის ტექნოლოგიურ საკითხებს, როგორ იქნება შესაბამის უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიანი სია გააქტიურებული ვერიფიკაციის აპარატებში კენჭისყრის დღეს და არის თუ არა კენჭისყრის გახსნისას დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია, მხოლოდ ის მონაცემები, რომელსაც ელექტრონული მოწყობილობა ამუშავებს დღის განმავლობაში. ასევე, კენჭისყრის დაწყებიდან/გახსნიდან და ამასთანავე, კენჭისყრის მიმდინარეობისას შესაძლებელია თუ არა უკვე ჩაწერილ სიებში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება. სპეციალური პლანშეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნება, არის თუ არა ცესკოს სერვერებთან კავშირი უსაფრთხო და შეუძლებელია თუ არა შედეგების გადაგზავნა სხვაგან გარდა ცესკოს სერვერებისა, თუ შედეგები არ არის გენერირებული ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატიდან, შეუძლებელია თუ არა პლანშეტიდან შედეგების გადმოგზავნა. ასევე, აუდიტმა უნდა დაადასტუროს, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამას არ შეუძლია შეცვალოს შედეგები. მეორე ეტაპზე: „Pro V&V”-ის წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს ცესკოს ახლად აშენებულ სასაწყობო სივრცეში, რათა მოხდეს დადასტურება, რომ აპარატებში ასახული საარჩევნო ინფორმაცია, შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, პირდაპირ ეთერში ცესკოს YouTube არხზე. მესამე ეტაპზე: „Pro V&V”-ის წარმომადგენლები აპარატურის მუშაობას დააკვირდებიან უშუალოდ კენჭისყრის დღეს, სადაც დაადგენენ, რამდენად შესაბამისობაში იქნება ელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირება საწყის კოდთან, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სრულად აუდიტირებადია, საარჩევნო სიების მონიტორინგი მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ამავდროულად, კენჭისყრის დღეს, ყოველ უბანზე ამოიბეჭდება ამომრჩეველთა ის სია, რომელიც განკუთვნილია ამ უბნისთვის და გამოიკვრება საჯაროდ გადამოწმების მიზნით ე.წ. კედლის სიებთან ერთად. ამასთანავე, პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაციის, ისე ხმის დათვლის და შედეგების გადმოგზავნის პროცესში და ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგები გადაითვლება ხელით, რაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი კომპონენტია,“ – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

“კატეგორიულად მიუღებელია ამით ქართველი ერის შანტაჟი”- კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
“შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა…” – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე
მთავარი

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სავიზო დიალოგთან დაკავშირებით დასმულ...

დაწვრილებითDetails

“რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება”- კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება - თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება...

დაწვრილებითDetails

ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა
მთავარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. „მე ძალიან კარგი მეგობარი მყავდა. რთულია წარსულში თქმა, მაგრამ უნდა ყველამ იცოდეს,დიდთან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"