ბენდი Vril Ya 2016 წელს შეიქმნა ბექა საბანიძის მიერ. მიმდინარეობა ექსტრემალური თრეში. არსებობიდან დღემდე ბენდის შემადგენლობა ბერჯერ შეიცვალა.
Vril Ya ლაივების დეფიციტს არ განიცდის თბილისში, ხოლო 2016 წელს ბენდი Kutaisi Colosseum Open
Air “სადისტთან” ერთად წარსდგა მძიმე მუსიკის მოყვარულების წინაშე. მათივე სურვილია ალბომის ჩაწერა, რის შემაფერხებელ მხარეს ფინანსური საკითხი წარმოადგენს.
ბენდის პირად აქტივზეა 4 ლაივი ბაქოსა და ერევანში, თუმცა მიუხედავად ამისა ,Vril Ya წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველო მძიმე მუსიკის განვითარების თავლსაზრისით წამყვანია რეგიონში. ბენდის ამჟამინდელი წევრები არიან ბექა(სეპუ) საბანაძე რიტმ გიტარა, დათო (დაგო) ფულარია ლიდერ გიტარა, რევაზ დეკანოზიშვილი ბას გიტარა, გურამ კოჭუაშვილი ვოკალი.