ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ – ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “დროება” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა საერთოდ შეუჩერეს, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს.
“წყაროს ცნობით, აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური – წინა სასანქციო რეჟიმიდან. ეს კი გულისხმობს, რომ ფინანსური ინსტიტუტები გადაწყვეტილებას ანგარიშის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული სუბიექტის სასანქციო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე იღებენ მაღალი სანდოობის მატარებელი ინფორმაციის კვალობაზე, რომელსაც აშშ-ის ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტი, ან ევროპული ინსტიტუტები ავრცელებენ.
საუბარია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ან ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ მოქმედ საბანკო ინსტიტუტებზე” – წერს ფორმულა