ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად – მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მანამდე კი, მან კიდევ ერთხელ განმარტა ბაიდენის ადმინისტრაციაში მისი მიწვევის გაუქმების შესახებ.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შეეხება ვახშამს, თუ ხელის ჩამორთმევაც არ ყოფილა, როგორც გაირკვა, ვახშამი ყოფილა, რაც შეეხება იქ მონაწილეობას, იქ, მიწვეული იყო პრაქტიკულად ყველა დელეგაცია, გაეროში დაახლოებით 200 ქვეყანა არის გაწევრიანებული, ამ 200 ქვეყნიდან რამდენია ავტორიტარული, მათ შორის კონსტიტუციურად გაფორმებული ავტოკრატიით არის დაახლოებით ნახევარი, ნახევარი არის თვითაღიარებული ავტოკრატია ან სხვებისგან აღიარებული ავტოკრატია. ანუ, დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელსაც აქვს გაფორმებული, თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის ერთპარტიული მმართველობა და ა.შ. და ისინი იყვნენ მიწვეულები. აქ, სად არის ლოგიკა? ჩვენთვის ლოგიკა არის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაში, ყველაფერში ურევია „გლობალური ომის პარტიის“ ხელი. ვიღაცები არიან ძალიან განაწყენებული იმის გამო, რომ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები 2022 წლიდან და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ასეთი ფაქტები.
სწორედ ამიტომ ვამბობთ, როდესაც დასრულდება უკრაინაში ომი, შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართ, ამის შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან. აქვე დავაკონკრეტებ,რომ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვის მზად ვართ აქედანვე. თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ამის იმედი არ გვაქვს წლის ბოლომდე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ, რაც გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები.ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა და როგორ უნდა დავალაგოთ მომავალი წლის დასაწყისიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
მან კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ როგორ წარმოუდგენია ურთიერთობის თვისებრივად შეცვლა.
„მე მინდა წარმოიდგინოთ, მომავალი წლის დასაწყისში როგორი იქნება მდგომარეობა – დასრულებული იქნება არჩევნები აქაც, იქაც, ეს ერთი. მეორე – სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მესამე – ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში აუცილებლად დასრულდება ომი უკრაინაში და ეს არის ფაქტორები, რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს ურთიერთობების გადატვირთვას. ეს არის ფაქტორები, დანარჩენს დაელოდეთ და იხილავთ, რაც მოხდება“, -განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს,რომ არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება.
„ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის სამწუხარო მოვლენა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა მოუწევს პატივი სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.