გუგა ქათამაძე და გიორგი ბარაბაძე იმ აბიტურიენტთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს თავი წარმატებით გაართვეს და უცხო ენებში მაქსიმალური ქულა აიღეს. ორივე მათგანი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის “პროგრესის” კურსდამთავრებულია. მეგატივთან საუბარში მომავალი სტუდენტები ამბობენ , რომ უცხო ენებისადმი მიდრეკილება თავიდანვე ჰქონდათ, ამდენად ნიჭი და სკოლაში მიღებული განათლებაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური, 80 ქულის აღებაში დაეხმარათ. ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა აიღო გიორგის ძმამაც, დათო ბარაბაძემ. კითხვაზე ელოდნენ თუ არა მიღებულ შედეგს, დაუფიქრებლად გვპასუხობენ. ეს გამოცდა მათთვის სირთულეს სულაც არ წარმოადგენდა და საგამოცდო სექტორში ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე შევიდნენ, მეტიც, საგნისთვის განკუთვნილი დროც მორჩათ. გუგას თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე ჩაბარება სურს, გიორგი კი სწავლას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ძმასთან ერთად გააგრძელებს. ბიჭებთან ერთად უცხო ენაში მაქსიმალური ქულა აიღეს ქუთაისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ანი შალიკიანმა, რომელიც ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე აბარებს და მასთან ერთად ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის აბიტურიენტმა სერგი ყურაშვილმა. მეგატივი ულოცავს ქუთაისელ ახალგაზრდებს მიღწეულ წარმატებას.
პოლონეთში, ველოსიპედების მოპარვისთვის 21 წლის ქართველი დააკავეს
პოლონეთის ქალაქ პროშოვიცეში, 3 ველოსიპედის მოპარვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ეზოდან ველოსიპედების მოპარვის შესახებ 53 წლის ქალმა პოლონეთის პოლიციას 24 ივნისს შეატყობინა. გამოძიებამ რამდენიმე თვეს გასტანა, საბოლოოდ კი, დანაშაულში ბრალდებული...