„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის წლევანდელი გათამაშების პირველ საშინაო შეხვედრას დღეს გამართავს.
მესამე ტურში ქართველი მორაგბეების მეტოქე ესპანეთის „იბერიანსი“ იქნება, რომელიც პირველ წრეში სტუმრად 54:3 დაამარცხეს.
წინა მატჩისგან განსხვავებით, მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ძირითად შემადგენლობაში 6 ცვლილება შეიტანა, ნოდარ დოლიძის სახით კი, გუნდში ერთადერთი დებიუტანტია. შეხვედრა ავჭალის სტადიონზე 18:30 საათზე დაიწყება.










