14 ოქტომბერს, საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრებს ჩეხეთსა და ალბანეთზე გამარჯვების შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
11 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლებს.










