“მაყურებელი ვარ, მოდიხართ პოლიტიკურ დაკითხვებს აწყობთ” – მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ცდილობდა და საჯარო სივრცეში დაცვის სამსახურის გამოძახებას გეგმავდა.
“მეგა ტვ”-ს გადამღები ჯგუფი მარტვილში ჭყონდიდლობის დღესასწაულის გასაშუქებლად და რამდენიმე სოფლის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მერის პოზიციის ჩასაწერად ჩავიდა.










