LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

”საზღვარზე ექიმი კლინიცისტი და ეპიდემიოლოგი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს” -ჯანდაცვის სამინისტრო

დაპოსტა 2020/01/25-ში
A A
139
ნახვა
გაზიარება

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, სამინისტრო დისტანციური თერმომეტრების შეძენას უზრუნველყოფს.

როგორც  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით, საზღვარზე ექიმი კლინიცისტები თერმულ სკრინინგს ჩაატარებენ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს დილით დადო ახალი რეკომენდაციები, რომელიც ეხება თერმულ ანუ ტემპერატურის სკრინიგს. რეკომენდაციების შესაბამისად, დღეს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი და ეპიდემიოლოგი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მაღალი რისკის რეგიონებიდან შემოსულ მოქალაქეებზე. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში უკვე ჩაერთვება ექიმი კლინიცისტი და შეგროვდება ანამნეზი. თუ ჩაითვლება საეჭვოდ, უკვე ტრანსპორტირება განხორციელდება ინფექციურ საავამდყოფოში.

მოგეხენებათ, უკვე 2 დღეა მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და საინფორმაციო ბუკლეტით ხორციელდება მგზავრთა, განსაკუთრებით ჩინეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმირება. მათ სამ ენაზე ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტი – ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, სადაც მითითებულია რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე ვის უნდა მიმართონ თუ 2 კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. ხოლო დღეიდან კი მეორე კომპონენტი დაემატება, ანუ საზღვარზე მყოფ ეპიდემიოლოგთა ჯგუფს, ასევე მხარს დაუჭერს ექიმი კლინიცისტი, რომელმაც დაავადების კლინიკური გამოვლინებების შესახებ უფრო მეტი იცის და განხორციელდება გარკვეული სახის ტრიაჟი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

სამინისტრო რეკომენდაციებს გასცემს ვუჰანში (ჩინეთი) წამსვლელთათვის.

„მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს; მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი) ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი); ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება; ხანში შესულმა და ჯანმრთელბის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას, გამგზავრება უნდა შეათანხმონ თავიანთ სამედიცინო დახმარების მიმწოდებელთან.

თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში (ჩინეთი) და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება

მაშინ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს; აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ; მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს;

არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში; დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით ( და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ:

15 05 (24/7 განმავლობაში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში

116 001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"