უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვარზე, კურსკის ოლქში, ახალი მონაკვეთი გაარღვიეს. სამხედრო ოპერაცია სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის 95-ე დანაყოფმა განახორციელა და ვიდეომასალაც გაავრცელა.
ტელეგრამ-არხ „დიფ სთეითის“ ცნობით კი, წინსვლა აქვთ ოკუპანტებსაც – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მდებარე შვიდ დასახლებულ პუნქტში შეღწევა შეძლეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ფრონტის ხაზზე, ბოლო 24 საათში, ოკუპანტებთან 162 შეტაკება მოხდა.