“უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 21 სექტემბერს, დღის 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით უნდა მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.










