რუსულმა ძალებმა ხარკოვს მართვადი საავიაციო ბომბებით დაარტყეს. როგორც უკრაინული მედიის ცნობით, ბომბები შევჩენსკის რაიონში სამედიცინო დაწესებულებასთან და კიევის რაიონში ჩავარდა.
ქალაქის მერის იროგ ტერეხოვის ცნობით, ხარკოვზე სამი დარტყმა განხორციელდა.
„15-მდე გაიზარდა დაშავებულების რაოდენობა. ბავშვების გარდა, ყველას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ორი ბავშვი და ერთი ზრდასრული მსუბუქად დაშავდნენ. 8 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია“, – აცხადებს მერი.
ბომბი ჩავარდა ასევე ხარკოვის ცენტრში, სადაც დაიწვა ავტომობილი, დაზიანდა ჯიხურები, საავადმყოფოს შენობა, სასტუმრო. შედეგად საავადმყოფოს 4 პაციენტი დაიჭრა.