მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, ცეცხლი შერეულ ქვედა საფარს გაუჩნდა.
უწყების ცნობით, ცეცხლი ლოკალიზებულია და ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.










