თბილისში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს.
მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ მისი მეგობარი მამაკაცია.
შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.