სამტრედიაში , ხედეკეში ძლიერი ხანძარია.
“მეგა ტვ” -ის ინფორმაციით ცეცხლი ძველ შენობას გაუჩნდა, ვარაუდობენ , რომ ელექტრო ენერგიის გაყვანილობის გაუმართავობის გამო გაჩნდა ხანძარი. მსხვერპლი არ არის.
ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობა ჭირს .
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები .










