საქართველოში ისრაელელი ტურისტების ჯგუფის გატაცება სცადეს.
ისრაელელი მოგზაურები არაბთა დაჯგუფების მეუთვალყურეობის ქვეშ მოექცნენ, რომელთაც განზრახული ჰქონდა მათი გატაცება. შემთხვევა ადგილობრივი პოლიციის ჩარევის შემდეგ საბოლოო მომენტში ჩაიშალა.
კერძოდ, ისრაელის ტელევიზიის ცნობით, გასულ ორშაბათს, ისრაელელების ხუთკაციანი ჯგუფი თბილისის ძველ ქალაქში, სასტუმრო Mercure-ის რესტორანში დაჯდა საჭმელად, რა დროსაც არაბულად მოლაპარაკე(ისრაელელი არაბი სავარაუდოდ) მიუახლოვდა მაგიდას და უთხრა ჯგუფის წევრებს, რომ საპირფარეშოში მოისმინა საუბარი არაბულ ენაზე, რომელიც ეხებოდა მათს მაგიდას და გეგმავდნენ მათს გატაცებას.
ჯგუფმა მათ გვერდით მაგიდასთან შენიშნა არაბული გარეგნობის რამდენიმე მამაკაცი და შეამჩნია, რომ ისინი დროდადრო შედიოდნენ და გამოდიოდნენ სასტუმროში, სასტუმროს გარეთ გაჩერებული ორი მანქანიდან. გარდა ამისა, მათ დაინახეს რამდენიმე ადამიანი იმავე ჯგუფიდან, რომელიც მათ აკვირდებოდა და ამოწმებდა. საუბარია 11 არაბზე.
ტურისტებმა ადგილობრივ პოლიციას დაურეკეს. როდესაც პოლიცია მივიდა, ეჭვმიტანილები გაიქცნენ და ადგილობრივი პოლიცია კი ახლდა ისრაელელებს ისრაელში დაბრუნებამდე.