LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/09/10-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება. სამწუხაროდ, დავინახეთ, ის, რაც ჩვენ გვეგონა გვერდში დგომა, ეს ყოფილა დამადლებული დახმარება და ქართველ ხალხს არავისგან დასამადლებელი არაფერი აქვს. ამიტომ, ქართველ ხალხს თავად შეუძლია იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის შექმნის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში განვითარდეს, თუმცა ქვეყანაში არსებული NGO-ების რიგი ნაწილი საკუთარი ორგანიზაციული ინტერესებიდან მოქმედებს.

„არანაირი კავშირი ხალხთან მათ არ აქვთ. არის ოფისში ჩაკეტილი ხუთკაციანი, ათკაციანი ჯგუფები, რომელთა ლეგიტიმაცია იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენი ფული აქვთ დაფინანსების სახით მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისვე თქმით, გასაკვირია ის გამოხმაურებები, რომელიც გუშინ მოისმინეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამა დააფუძნონ.

„ანუ რა გამოდის, რომ დღეს, NGO-ები მოსყიდულები არიან? ისინი ამბობენ, რომ ეს იქნება სამთავრობო ორგანიზაცია? რა გამოდის, ისინი აღიარებენ, რომ არიან უცხო მთავრობის ორგანიზაციები? ასეთ აბსურდში რომ არიან, ხომ შეატყვეთ, საბოლოო ჯამში, საკუთარ ტყუილში და სიცრუეში იკარგებიან. ამიტომ, მისასალმებელია ეს ინიციატივა. სხვათა შორის, თავად არასამთავრობო სექტორშიც იყო ამაზე საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვზრუნავდეთ ჩვენ ქვეყანაზე. რატომ უნდა იყოს საჭირო, რომ უცხო ხელისუფლებებმა რაღაც მიმართულებები აფინანსონ მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტს ამის სრული შესაძლებლობა აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ როდესაც რუსეთში „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ ანალოგიური კანონი მიიღეს, პუტინმაც არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით მსგავსი ფონდი შექმნა.

„რუსეთშიც მზე აღმოსავლეთით ამოდის და გერმანიაშიც მზე აღმოსავლეთით ამოდის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გერმანია რუსულ გზას დაადგა იმიტომ, რომ მზე ერთი და იგივე მხრიდან ამოდის. როგორ ფიქრობთ, გერმანიაში, თუნდაც კვლევით ინსტიტუტები, ასოციაციები და ა.შ. საიდან ფინანსდებიან, ამერიკიდან ფინანსდება, თუ გერმანიის საჯარო სახსრებით ან კერძო შემოწირულების სახით. ან აშშ-ში, რა გგონიათ თქვენ, ასოციაციებს, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს და გაერთიანებებს, ვინ აფინანსებს? – გერმანია აფინანსებს, თუ თავად აშშ საჯარო სახსრებით და ან კერძო შემოწირულებებით. ზუსტად ეს არის სისტემა,რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოში. სინამდვილეში, სისტემა, რომელიც დღეს არის ჩვენთან, ზუსტად რუსული სისტემაა, როდესაც არასამთავრობო სექტორი სრულად არის უცხოური დაფინანსების, სხვა ქვეყნის დაფინანსების კმაყოფაზე.ამიტომ ეს ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, რომ საჯარო თანხებით იქნება ეს, თუ კერძო შემოწირულებებით მოხდეს ამ სექტორის დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისვე თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რაც გულისხმობს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნონ საგრანტო პროგრამა, სინამდვილეში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ახალი დასაწყისის ეტაპია.

„ეს არის ახალი დასაწყისის ეტაპი. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ „ჩვენ თავს უნდა ვეყუდვნოდეთ“ და აქედან გამომდინარე, ჩვენ,ქართველმა ხალხმა უნდა ავიღოთ ჩვენ საზოგადოებაზე პასუხისმგებლობა. ეს ბიუჯეტი ქართველი ხალხის ბიუჯეტია და ყველა ჩვენგანმა უნდა დავაფინანსოთ ეს სექტორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.   შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა...

დაწვრილებითDetails

მოზარდები, რომლებიც კურიერს ჯგუფურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი კურიერი კლინიკიდან გაწერეს - ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დავით დვალიშვილს ჯგუფურად სავარაუდოდ ხუთამდე მოზარდი გუშინ გაუსწორდა. ჯერ-ჯერობით  თავდამსხმელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. "პირველებმა" გაარკვია, რომ სამეთვალყურეო...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეების ფიქრებზე დარდობდა – გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
მთავარი

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი კეკელიძე წერს, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა პედაგოგი, მონიკა ჭანტურია, რომელიც თავისი მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. „არასდროს მგონებია, რომ აქ, მიწაზე ყოფნას რამე...

დაწვრილებითDetails

სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

„მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ ყვითელი ფერის ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში კი, ფერი შეიძლება ხელოვნურად იყოს შეცვლილი“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს. „ბაზარი ითხოვს, რომ ქათამი იყოს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული პედაგოგი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი, უნიჭიერესი და უკეთილშობილესი პიროვნების, გაზეთ „ბორჯომის“ ჟურნალისტის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მონიკა ჭანტურია. "მეგა ტვ" უდიდეს მწუხარებას გამოვხატავს მონიკა ჭანტურიას ნაადრევად...

დაწვრილებითDetails

ავარია ხაშურში მსხვერპლით დასრულდა, არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავარია ხაშურში. გუშინ დაახლოებით 14 საათზე, ოსიაური-ხცისის გზაზე, სატვირთო და რამდენიმე ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა ქალი, არიან დაშავებულებიც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

აუხსნელი მოტეხილობები ჩვილებს – დაკავებულია ექთანი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

აშშ-ის ვირჯინიის შტატში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ყოფილმა ექთანმა, 27 წლის ერინ სტროტმანმა, სასამართლოში ცხრა ახალშობილის მიმართ ბავშვზე ძალადობის ბრალდებაზე დანაშაული არ უარყო. საქმე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სამედიცინო სკანდალად იქცა,...

დაწვრილებითDetails

„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე
მთავარი

18 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ სტატიაში აგვისტოს გმირი გოგიტა მაკრახიძის შესახებ...

დაწვრილებითDetails

როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოში 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ეს თარიღი უცვლელი რჩება და შესაბამისი სასწავლო კალენდარიც უკვე განსაზღვრულია. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ასევე 15 სექტემბრიდან განახლდება. თბილისის...

დაწვრილებითDetails

როდის ელოდებიან საქართველოში +40 გრადუსიან სიცხეს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ევროპა ელოდება 50-გრადუსიან სიცხეს – ნინო ჩხობაძე
მთავარი

მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურის მატებაა ნავარაუდები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცხელი ამინდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. "ტემპერატურამ აგვისტოს თვეში შესაძლოა 35-40 გრადუსს მიაღწიოს, ანუ ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"