LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხელები შეუკრეს და ისე ცემეს ბავშვი-მეზობლის მკველობისათვის ძმები დააკავეს

„მან ბიჭის მოსახრჩობი ბაწარი მიაწოდა ბიძას და მამას…“ – 28 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები

დაპოსტა 2024/09/07-ში
A A
1.5k
ნახვა
გაზიარება

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ძმებმა მედოშვილებმა  დუმილი დაარღვიეს და სასამართლოზე სისხლიანი ღამის დეტალები გაიხსენეს. ისინი ცდილობდნენ  მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ თანასოფლელის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონიათ და მხოლოდ თავს იცავდნენ. დაპირისპირება კი მაშინ დაიწყო, როცა ისინი სუფრასთან ერთად ისხდნენ.

ძმები ამბობენ, რომ როცა მათ სახლში წასვლა გადაწყვიტეს, მათ ნიკა ღვინიაშვილი უკან გაჰყვა და დიდი ალბათობით, მათი დახოცვა ჰქონდა განზრახული. ის მათ თავს დაესხა და ძმების ცემა დაიწყო.

ერთ-ერთმა ძმამ, ემზარ მედოშვილმა პროცესზე თქვა:  „განზრახ მკვლელობა არ იყო – აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან, ალბათ სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული მკვლელობის ჩადენა“.

გორის რაიონულმა სასამართლომ ქარელში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. დაცვის მხარე მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ან გირაოს გამოყენებით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მათ ბრალის დამტკიცების შედეგად 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

საქმის პორკურორი მიხეილ ბერიაშვილი კი ამტკიცებს, რომ ძმებმა დანაშაული შურისძიების მოტივით ჩაიდინეს და 28 წლის ახალგაზრდა წამებით მოკლეს. მისი თქმით, გამოძიებას ამის ყველა მტკიცებულება აქვს და ჰყავს ოქროს მოწმე, რომელიც ამას დაადასტურებს.

„მკვლელობაში ბრალდებულ ერთ-ერთ ძმას და მოკლულ ნიკა ღვინიაშვილს წარსულში დაპირისპირება ჰქონდათ. ხოლო ეს დაპირისპირება მაშინ გაგრძელდა და ერთმანეთს ძველი წყენა მაშინ გაუხსენეს, როცა ისინი სუფრასთან ერთად მოხვდნენ. ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი მას ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. ამის შემდეგ კი კონფლიქტი მდინარესთან გაგრძელდა. ნიკა ღვინიაშვილს ძმები უკან გაჰყვნენ და სასტიკად მოკლეს. საქმეში არაერთი მოწმე გვყავს, რომელიც ფაქტს ან უშუალოდ შეესწრნენ, ან კიდევ მკვლელობის ადგილას მალევე მივიდნენ. მათ შორის ბრალდებულის არასრუწლოვანი შვილია“, – ამბობს პროკურორი.

ნიკა ღვინიაშვილის ახლობლები კი მკვლელობაში ბრალდებული ძმებისგან განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ბიჭი სუფრაზე თავად ძმებმა  მიიწვიეს. ნიკა ღვინიაშვილი იქ მხოლოდ ზრდილობის გამო მივიდა. ხოლო შელაპარაკების შემდეგ მათი სახლი დატოვა. წამოსულს კი გზაზე ძმები დაედევნენ, სავარაუდოდ, მას თავში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს, ხოლო წაქცეულს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ბაწრით გაგუდეს. მათი თქმით, ფაქტს ერთ-ერთი ძმის 16 წლის შვილი შეესწრო. ამიტომაც ისინი არასრუწლოვანის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ბიჭი მამას და ბიძას მკვლელობის ჩადენაში ეხმარებოდა და მათ ღვინიაშვილის  მოსახრჩობი ბაწარი მიაწოდა.

ჯერჯერობით უცნობია რა როლს ასრულებდა არასრუწლოვანი მომხდარ დანაშაულში, თუმცა ის პროკურატურის ერთ-ერთი ოქროს მოწმეა. ასევე ოქროს მოწმეა, მოკლული ნიკა ღვინიაშვილის მეგობარი, რომელთან დარეკვაც მან მკვლელობამდე მოასწრო. თუმცა ადგილზე დასახმარებლად მისულ მეგობარს ძმებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა პოლიციაში დარეკა, სამართალდამცველებს კი ბიჭი უკვე გაგუდული დახვდათ.

„წარმოდგენა არ გვაქვს რატომ მოკლეს. ბიჭის დედა ემიგრანტია და ქალი გაგიჟებული მოჰყავთ. რა დააშავა ბავშვმა ისეთი, რომ ასე სასტიკად გაიმეტეს… როგორც ვიცით, და ეს უკვე ბევრმა თქვა, დანაშაული 3-მა ადამიანმა ჩაიდინა. ამ ძმებთან ერთად მათი არასრუწლოვანი, 16 წლის შვილიც იმყოფებოდა. როგორც ხალხი ყვება, მან ბიჭის მოსახრჩობი ბაწარი მიაწოდა ბიძას და მამას. გამოდის ისიც დამნაშავეა. მოვითხოვთ მის დაკავებასაც.

 

„უსაზიზღრესი ძმები არიან. მთელი სოფელი მათზე ცუდს საუბრობს. ბავშვი ზრდილობის გამო მივიდა სუფრაზე და თურმე რისთვის დაუპატიჟებიათ, მოკვლა ჰქონდათ განზრახული. ასე სასტიკად გაიმეტეს პატარა ბიჭი, მხოლოდ რაღაცა შელაპარაების გამო. უმაღლეს სასჯელს მოვითხოვთ“, – ამბობს „რეზონანსთან“ გარდაცვლილი ახლობელი.

გაზიარება586

დაკავშირებული -პოსტები

რატომ არ უნდა დავიძინოთ სველი თმით

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
რატომ არ უნდა დავიძინოთ სველი თმით
მთავარი

ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ძილის წინ მოგვიწია თავის დაბანა - დილით ამისთვის დრო არ გვექნება, ფენის ხმაური სხვებს გააღვიძებს და ამიტომ ვირჩევთ სველი თმით დაძინებას. ეს ვარიანტი ყველაზე მოსახერხებლად გამოიყურება,...

დაწვრილებითDetails

დამდებს ერთს დაიჭერ და ონლაინ მაღაზია სამს დაიქირავებს, ქვეყანას დაეტყო რამე? – ზაზა ქარჩხაძე

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
მთავარი

ნარკოპოლიტიკისა და ნარკოდამოკიდებულების შესახებ „მეგა ტვ“ ევრაზიის მომხმარებელთა ქსელის ექსპერტთა საბჭოს წევრს, ექსპერტს ზაზა ქარჩხაძეს ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში ძირეულად არის შესაცვლელი. მისი თქმით ნარკომომხმარებლები არიან დაავადებული ადამიანები,...

დაწვრილებითDetails

„ეს არის წლის ურთულესი ამბავი” – გოგა მანიას წინასწარმეტყველება

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი, გოგა მანია, „პრაიმტაიმს“  ამჯერად  ახალ წინასწარმეტყველებაზე ესაუბრა, რომელიც წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველებად დაასახელა. გოგა ხშირად აფრთხილებს საზოგადოებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. „ყველაზე მეტად რაც არ მინდა ასრულდეს, ეს არის, უმძიმესი აფეთქებით...

დაწვრილებითDetails

როგორ იმოქმედებს ახალი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებზე

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

ამ თვეში ახალი მთვარე კირჩხიბის ნიშანში იქნება, რომელიც თავის კვალს ტოვებს. ასტროლოგის თქმით, ახალი მთვარე 25 ივნისს იქნება. ამ ახალი მთვარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ის არის, რომ ის ზაფხულის...

დაწვრილებითDetails

რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

გაზაფხულზე გველები ნელ-ნელა იღვიძებენ, მათ შორის - გველხოკერები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოიქცეთ მათთან მოულოდნელად შეხვედრისას. მოკვლა არ არის რეკომენდებული, რადგან, როგორც წესი, ჩვენთან არსებული ჯიშები ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს...

დაწვრილებითDetails

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მთავარი

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც სააგენტო Tasnim-ი წერს, ეპიცენტრი სემნანის პროვინციის ქალაქ სორხესთან ათი კილომეტრის სიღრმეში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები ახლომდებარე...

დაწვრილებითDetails

დღეს მზებუდობაა – რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მოსაზიდად

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
როგორი იქნება სექტემბერი – რას ამბობენ სინოპტიკოსები
მთავარი

დღეს, 21 ივნისს მზებუდობაა. 21 ივნისი განსაკუთრებული ენერგიით სავსე დღეა. სწორედ ამ დროს ხდება ზაფხულის მზებუდობა - მომენტი, როდესაც დღე მაქსიმალურ ხანგრძლივობას აღწევს და ღამე მინიმუმამდე მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს...

დაწვრილებითDetails

„რა ეშველება შენს შვილს უშენოდ…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული, როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება, ჯავრი წაიყოლე… რა ეშველება...

დაწვრილებითDetails

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე და­ა­კა­ვა

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე და­ა­კა­ვა
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი ცხოვრების ახალ ეტაპს დაიწყებს

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

20 ივნისის შემდეგ კირჩხიბებს, მშვილდოსნებსა და თევზებს უფრო თავისუფლად სუნთქვა შეეძლებათ - დაძაბულობა ქრება და შინაგანი სიცხადე ძლიერდება. კიბო კომუნიკაცია შვების გასაღები ხდება. ბევრი რამ, რაც ბოლო დროს გაწუხებდათ, გულწრფელი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"