7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია.
„ხვალ ერთა ლიგის ჩვენს დივიზიონში პირველ მატჩს გავმართავთ! ვიწყებთ ახალ ეტაპს, განახლებული ენერგიებით, ძალებით და მოტივაციით“, – წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.