LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თაღლითური “ქოლცენტრის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დისშვილის საბანკო ანგარიშებზე – პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

თაღლითური “ქოლცენტრის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დისშვილის საბანკო ანგარიშებზე – პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

დაპოსტა 2024/09/06-ში
A A
67
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.

“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის – შპს “მორგან ლიმიტედი”-ს ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.

შპს “მორგან ლიმიტედი”-ს სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია.
თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს ელექტრონულ მოწყობილობებზე, არეგისტრირებდნენ მათ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტო ბირჟებზე და დაზარალებულების თანხით შეძენილ ვირტუალურ აქტივებს რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. აღნიშნულის პარალელურად, ყალბ პლატფორმებზე სიმულაციური ქმედებებით დაზარალებულებს აჩვენებდნენ ინვესტირებული თანხების ზრდას, ხოლო დაბანდებული თანხისა და მოგების უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ ყოველგვარ კომუნიკაციას.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს.
თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით ქ. თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომელშიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ასეულობით კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, შავი ჩანაწერები და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. იდენტიფიცირებული არიან თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებიც.

ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 800 000 აშშ დოლარზე მეტი ფულადი თანხა, ძვირადღირებული ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები. სასამართლო განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების კუთვნილ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აქტივებს – ბრალდებულების საბანკო ანგარიშებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021-2024 წლებში, პროკურატურამ, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით, რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 89 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა აღემატება – 30 მილიონ ლარს. ასევე, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება 90 მილიონ ლარს აღემატება.

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ეტაპისათვის, საქართველოს პროკურატურა მონაწილეობს ორ საერთაშორისო ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში და ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"