LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ალეკო ელისაშვილი ცემა?

ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ალეკო ელისაშვილი ცემა?

დაპოსტა 2024/09/02-ში
A A
305
ნახვა
გაზიარება

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისთვის ცნობილია ერთ-ერთი იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც მას სცემა.

მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, აჭიანურებს განზრახ, მისი საქმის გამოძიებას.

 

„ჩვენ ახლა ვართ ასათიანის ქუჩაზე, აქ არის ერთი საცოდავი, ბეჩავი დაწესებულება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ისევ აქ ვართ და რატომ? იმიტომ, რომ მეხუთე თვე დაიწყო, რაც ამ საცოდაობა სტრუქტურაში მიმდინარეობს ე.წ. გამოძიება ჩემს წინააღმდეგ პარლამენტის წევრი ვარ ჯერ კიდევ, მოგეხსენებათ, კონსტიტუციურად ვარ მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც, წესით, იმუნიტეტი იცავს, კონსტიტუციური გარანტიები, მაგრამ გახსოვთ, რომ 17 აპრილს, 5 თვის წინ დაახლოებით, სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებით 15-20 პოლიციელი დაესხა თავს და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ამის შემდეგ დაიწყოს ფეხათრეული და წელათრეული გამოძიება და მეხუთე თვეა გამოძიება იძახის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შსს, რომ ვერაფრით დავადგინეთ ვინ იყვნენ ის პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ თქვენს წინააღმდეგ ძალადობაშიო. არადა, „ტვ პირველზე“ გავიდა კადრები ექსკლუზიური, სადაც სახეზე ჩანს არაერთი პოლიციელი. მათ შორის, მე მინდა, მართალია, თავს დებილებს ეს საგამოძიებო სამსახური და ვითომ ტყემალზე არიან და ვითომ ვერაფერი დაადგინეს ვინ იყვნენ. მე გავარკვიე ერთ-ერთი მათგანი და მინდა წარმოგიდგინოთ, ჩემს ზურგს უკან არის კადრები ამოღებული „ტვ პირველის მასალიდან“ და იქვეა ეს ყმაწვილი, ეს ჯიგარი, კაი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი გახლავთ ზაქრო ჩოხელი, ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი ის არის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. სწორედ ეს ზაქრო ჩოხელი იყო ერთ-ერთი, ვინც კადრებში ჩანს როგორ მირტყამს. ის გამორბის გავეშებული და წაქცეულს რამდენჯერმე მირტყამს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, სინამდვილეში და ამ მასალას კი მივაწვდით ამ საცოდაობა სტრუქტურას, მაგრამ არაფერი იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს რამე ბრალს წარუდგენენ, მაგრამ ზაქრო ჩოხელს, ამ ჯიგარს მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ ჩემო ზაქრო, შენ ჩაიდინე ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი ხნით ციხით ისჯება. ახლა კი ხელს გაფარებს პოლიცია ამ უთმო თავზე ხელს გიტყაპუნებს ალბათ, რა კარგი ბიჭი ხარო, მაგრამ მინდა, დაგარწმუნო, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და ეს მოხდება 26 ოქტომბერს საღამოს, სამართლის წინაშე, კანონის წინაშე მოგიწევს, არავის ვემუქრები, მაგრამ იმას ვამბობ, რასაც კანონი ითვალისწინებს, აუცილებლად მოგიწევს კანონის წინაშე ძალიან მკაცრად პასუხისგება, ამას გპირდები. და სხვებსაც კიდევ, ინიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების თუ პარლამენტის წევრების დაუნდობელ ცემა-ტყეპაში, აუცილებლად სათითაოდ აგებთ პასუხს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება122

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

2027 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები იზრდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შედეგად საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის...

დაწვრილებითDetails

ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ
მთავარი

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის განცხადებით, flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი flydubai-ს რეისზე...

დაწვრილებითDetails

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
როგორ შევამციროთ დემენციის რისკი – ექიმების რჩევა
მთავარი

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა - ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება. 2026 წელს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის თემაა: სიცოცხლის გახანგრძლივება ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვისა და ზრუნვის სისტემების გაუმჯობესებით. ჯანმრთელ დაბერებაზე გავლენას...

დაწვრილებითDetails

გამოავლინეს უკანონოდ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი 15 პუნქტი – დაკავებულია 9 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დოლარის ფასი დაეცა
მთავარი

აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი, ვალუტის 15 გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.   საგაოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"